სამოდელო ბიზნესი სასტიკი, მძიმე და წარმავალი კარიერაა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი წარმოუდგენლად მომგებიანი ინდუსტრიაა. ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა უმდიდრესი სუპერმოდელების TOP 10 შეადგინა. ამ ახალგაზრდა ქალბატონებს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სამეწარმეო სულისკვეთებითაც გაუმართლათ. ყოველივე ამის შემდეგ, მოდელის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ სილამაზეზე, არამედ საკუთარი კარიერის მართვის, საკუთარი სახელის შექმნის, სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში მონაწილეობაზე და ასევე სოციალური ქსელების მართვის უნარზე. წარმოგიდგენთ დღეისთვის ყველაზე შემოსავლიანი მოდელების ათეულს:
10. კენდალ ჯენერი- 57 მილიონი აშშ დოლარი
ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა მდიდარი მოდელია. სავსებით შესაძლებელია, რომ გოგონამ შეძლო ასეთი წარმატების მიღწევა იმის გამო, რომ კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო, არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე “კარდაშიანების კლანის" გავლენაც ჰოლივუდში.
9. ქეით მოსი- 70 მილიონი აშშ. დოლარი
ბრიტანელი მოდელი კეიტ მოსი 40 წლის შემდეგაც ძალიან აქტიურ ქალად რჩება. დიახ, ის არ მონაწილეობს მოდის ჩვენებებში, როგორც ადრე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას გამოჩნდეს წამყვანი პრიალა ჟურნალების გარეკანებზე და გაყიდოს ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები.
8. ნაომი კემპბელი- 80 მილიონი აშშ დოლარი
ნაომი კემპბელი ინგლისელი მოდელი და მსახიობია, რომელმაც მოახერხა 1980-იან და 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მოთხოვნად მოდელად ჩამოყალიბება.
7. ტაირა ბენქსი- 89 მილიონი აშშ დოლარი
ამერიკელმა მოდელმა ტაირა ბენკსმა თავისი მნიშვნელოვანი ქონება მოდის ბრენდების რეკლამებში მონაწილეობით და ტელევიზიაში მუშაობით მოიპოვა.
6. ელ მაკფერსონი- 95 მილიონი აშშ დოლარი
ავსტრალიელი მოდელი ცნობილია რეკორდული ზედიზედ ხუთი გამოჩენით Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გარეკანზე.
5. ჰაიდი კლუმი- 160 მილიონი აშშ დოლარი
გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი Victoria's Secret-ის პირველი ანგელოზი გახდა. 2000-იან წლებში ყოველწლიურ ჩვენებებს მართავდა. მოგვიანებით ჰაიდი მოდელობიდან ტელევიზიაში გადავიდა, სადაც თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მოაგროვა.
4. იმანი- 199 მილიონი აშშ დოლარი
სომალელ-ამერიკელი ტოპ მოდელი იყო და რჩება მრავალი ცნობილი დიზაინერული ბრენდის ფავორიტად, მათ შორისაა Versace, Calvin Klein და Saint Laurent.
3. ჟიზელ ბიუნდჰენი- 251 მილიონი აშშ დოლარი
ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი Victoria's Secret-ის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია.
2. სინდი კროუფორდი 251 მილიონი აშშ დოლარი
ერთ-ერთი ამერიკული მოდელი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო 80-90-იან წლებში. სინდიმ ასევე მოახერხა მსახიობისა და ბიზნესვუმენის კარიერის აშენება.
1. კეტი აირლენდი- 540 მილიონი აშშ დოლარი
ამერიკელმა მოდელმა დაამშვენა მრავალი მოდის ჟურნალის ყდა, შემდეგ კი ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა, რაც დაეხმარა მას ამჟამინდელი სიმდიდრის მოპოვებაში. აირლენდი ყიდის სამკაულებს, სპორტულ ტანსაცმელს, საცურაო კოსტიუმებს და ბევრ სხვას საკუთარი სახელით.