x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უჩვეულო და იშვიათი წიგნები, რომლებსაც მაღაზიებში და ბიბლიოთეკებში ვერ ნახავთ

რისგან შედგება წიგნი? კითხვა შეიძლება ძალიან მარტივი ჩანდეს, ის ხომ არ არის თანამედროვე და ტექნოლოგიური გაჯეტი. მაგრამ თუ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ, წიგნი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ასაკინძი, ფორზაცი (მკვრივი ქაღალდის ორმაგი ფურცლები წიგნის ბლოკსა და ყდას შორის.), ავანტიტული (წიგნის საწყისი ფურცელი), კოლონტიტული(ფურცლის გვერდის თავზე მოთავსებული წარწერა), შმუცტიტული (წიგნის დასაწყისის (ან ცალკეული ნაწილების, თავების) წინ მოთავსებული ფურცელი რომელზედაც არის მოკლე სათაური, ილუსტრაცია და სხვა), კოლონციფრი (გვერდების ნუმერაცია) სათაურის ფურცელი და ა. შ. და ეს ყველაფერი არ არის! გასაკვირი არაა, რომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის ამ ჩამოთვლილი სიტყვების ნახევარიც. წარმოგიდგენთ უნიკალურ წიგნებს წარსულიდან და აწმყოდან, რომლებსაც ნამდვილად ვერ იყიდით მაღაზიაში და ვერ იპოვით ბიბლიოთეკაში:

1. მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი, რომლის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევს. იგი ამსტერდამელმა ვაჭარმა იოჰანეს კლენკემ წარუდგინა ინგლისის მეფე ჩარლზ II-ს ტახტზე აღდგენის შემდეგ 1660 წელს.image

2. მრგვალი მინიატურული წიგნი – როტუნდუსის კოდექსი. ეს პატარა მრგვალი წიგნი სახელწოდებით "Codex rotundus" შეიქმნა 1480 წელს. შინაარსობრივად ეს არის ლიტურგიული წიგნი ლათინურ და ფრანგულ ენებზე. იგი მოიცავს 266 გვერდს და მისი დიამეტრი მხოლოდ 9 სანტიმეტრია.image

3. ქამრის წიგნი- მას აქვს კვანძი, რომელიც ყდის ნაწილია. ამან შესაძლებელი გახადა წიგნის ქამარში მოხერხებულად ჩასმა და ამოღების გარეშე წაკითხვა, რადგან ის თავდაყირა იყო ჩამოკიდებული.image

4. ორმხრივი წიგნი- ამ ტიპის საპირისპირო შეკვრას "დოზადო" უწოდეს. "სიამის ტყუპების" წიგნებს 2 განსხვავებული ყდა ჰქონდა, მაგრამ გამოცემის მნიშვნელობით ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. მაგალითად, ასეთი შეკვრა დამახასიათებელი იყო ბიბლიისთვის - ძველი აღთქმა ერთი მხრიდან და ახალი მეორედან.image

5. ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბიბლია მსოფლიოში. წიგნის ზომებია 5/5 მილიმეტრი და შეკრულია ტყავით. მისი წაკითხვა დამატებითი გამადიდებელი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია.image

6. საბავშვო წიგნი ხის საჭერით მე-12 საუკუნეში გაკეთდა. მისი შინაარსი არის ანბანი და მოკლე ტექსტები ბავშვებისთვის წასაკითხად. ასეთი წიგნის ძირს დაგდება შეიძლებოდა ყოველგვარი დაზიანების გარეშეც. - თხელი რქოვანა ნაწილი იცავდა მას ყოველგვარი დაზიანებისგან.image

7. "გულის წიგნი" არის 83 სასიყვარულო ბალადის კოლექცია. ეს საოცარი და შემოქმედებითი პუბლიკაცია დაიწერა 1550-იან წლებში დანიის მეფე კრისტიან III-ის კარზე.image

8. მექანიკის ენციკლოპედია- და ასე გამოიყურებოდა პირველი ელექტრონული წიგნების საწინდარი. ეს საოცარი წიგნი დაპატენტებულია 1949 წელს. ესპანელმა მწერალმა ანგელა რუის რობლესმა თავისი გამოგონება ისეთი მექანიზმით დააჯილდოვა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაეზარდათ ტექსტის ფრაგმენტები და გადაეფურცლათ გვერდები შეკუმშული ჰაერით ხელების გამოყენების გარეშე.image

9. კულინარიული წიგნი სახელწოდებით «Well Done», რომელიც შეგიძლიათ გამოაცხოთ. იმისათვის, რომ ტექსტი გამოჩნდეს და იკითხებოდეს, წიგნი უნდა შეფუთოთ ფოლგაში, მოათავსოთ ღუმელში და გამოაცხვოთ 100°-ზე 25 წუთის განმავლობაში. თუ მკაცრად არ დაიცავთ ინსტრუქციას, რეცეპტების კოლექცია უბრალოდ დაიწვება. აქ არის პატარა ტესტი ყველა მზარეულისთვის.image

10. დიზაინერული წიგნები პისტოლეტის ფორმისimage

11. სარკის წიგნიimage

12. სახის ფორმის ბიოგრაფიული წიგნებიimage

13. მოცულობითი წიგნები 360 გრადუსიანი ბრუნვით. იაპონელი გრაფიკული დიზაინერი იუსუკე ოონო ქმნის საოცარ „ცოცხალ“ წიგნებს, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.image

14. რეი ბრედბერის წიგნის “ 451 ფარენჰეიტით" სითბოს მგრძნობიარე გამოცემა. ამ წიგნის ტექსტის წასაკითხად, თქვენ უნდა მოიტანოთ მასთან საკმარისად ძლიერი სითბოს წყარო.image

1
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
110
  
2023, 28 სექტემბერი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1