x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?"-ნიკა გვარამია
image


"ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს? ანუ ზოგადად იგულისხმება, რომ უტვინო და გაუნათლებელია ფეხბურთელი და კვარა წიგნით ვნახეთ და "ამას რას ვხედავთ" ამბავში გვიხარია?


არა, არა..."-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


ნიკა გვარამიას პოსტს აშშ-ი მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული პასუხობს:



"Nika Gvaramia ეს უტრირებაა.

ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო კლასის გამორჩეულ პროფესიონალზე ვსაუბრობთ.

მე არ მახსენდება არცერთი ფოტო, სადაც რომელიმე ვარსკვლავი წიგნით ხელში იყოს დაფიქსირებული თავისუფალ დროს.

წიგნს კვარაცხელიას ხელში შეუძლია უფრო პოპულარული გახადოს კითხვა, ვიდრე ათას ბიბლიოთეკარს ერთდროული ძალისხმევით."


შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გავრცელდა, რომელიც „ნაპოლის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. სხვადასხვა გვერდმა გამოკითხვაც შემოგვთავაზა, თქვენი აზრით რას კითხულობს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავიო. ბევრმა გამოიცნო, თუმცა, ცოტა ხნის წინ, გამომცემლობამ წიგნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:


„თურმე კვარასაც ჰყვარებია აგათა კრისტის დეტექტივები და მგზავრობისას „პადინგტონის სადგური 4:50-ს“ კითხულობს“, - დაწერა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“.

1
265
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
265
  
2023, 17 სექტემბერი, 7:30
იტალიაშია და დეტექტივი უნდა იკითხოს,რა დროს დასჭირდება არავინ იცის.

რაც შეეხება კითხვას და ფეხბურთელს ერთიან კონტექტსში,გვარამია მართალია თუ გაუკვირდა,საქართველოში ფეხბურთელთა 99% უწიგნურია.სამწუხარო რეალობა და მე რა ვქნა,არ უყვართ კითხვა და სწავლა. ზოგადად,თანამედროვე ფეხბურთში,ვერ ითამაშებ კარგად თუ თავი არ გიმუშავებს და ეს ვერ მოხდება თუ არ კითხულობ. ქართული ტერმინი "ფეხბურთს ვთამაშობ რა სწავლა" გამოუსადეგარია ევროპებში და ესეც ერთერთი მიზეზია ჩვენი ცუდი თამაშების. მაგალითისის,ტონი კროოსი როცა ვოლსბურგის აკადემიაში იყო,მათემატიკის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი ქულის გამო თამაშებიდან მოიხსნა,სანამ ნიშანი არ გამოასწორა,არ დართეს ნება ეთამაშა. ამიტომაც არის მსოფლიო კლასის მოთამაშე და ამიტომაც თამაშობს უმაღლეს დონეზე. სწავლა უმნიშვნელოვანესია,მით უფრო ტექნიკური საგნების,ასე უფრო ვარჯიშობს ტვინი და ნებისმიერ სფეროს სჭირდება,მკერავი ხარ თუ ფოსტალიონი,გჭირდება რა.კვარას აგატა კრისტი რამდენად გამოადგება არ ვიცი,თუმცა სხვა რამე რო ეცადა არ იქნებოდა ცუდი. ამ ბოლო დროს,უაზრო ფინტების გარდა არაფერი გამოსდის და ნეიმარივით სულ მსაჯებს უყურებს. ნეიმარი გაუნათლებელია,მარადონაც გაუნათლებელი იყო,ყაველაშვილიც გაუნათლებელია :) სამაგიიეროდ,ბრაიტონის მიტომა არის მაგისტრი,დისერტაცია დაიცვა დრიბლინგებზე
0 1 1