x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა”....."- რა ინფორმაციას ავრცელებს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” აშშ-ში ვიზიტის დროს. შვილის ამბავი კი ეფ-ბი-აი-სთან ჩვენების მიცემის კვალის დასაფარად გამოიყენა. ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება… თქვენ კიდევ რაღაც ფრენაზე ედავებით…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ი რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირეს. სანქცირებულ პირთა შორის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.


როგორც გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთ უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და მიმართულია რუსეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეებისა თუ კომპანიების მისამართით, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და დასავლურ ტექნოლოგიებს რუსეთში ყიდიან და ამით ხელს უწყობენ ომს.








0
827
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
827