პოლიტიკა კენედის რამდენიმე კაცმა ესროლა? - 60 წლის შემდეგ ახალი დეტალები აშშ-ს პრეზიდენტის მკვლელობაზე 15 სექტემბერი, 13:29 ![]() ![]() თუმცა, მოულოდნელად ალაპარაკებულმა ლენდისმა, გაამხილა დეტალი, რომელმაც კვლავ ამოატივტივა ვერსია, მეორე მკვლელის შესახებ. "ჯადოსნური ტყვია" იპოვეს საავადმყოფოში, გუბერნატორ კონალის საკაცეზე და, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა, მისი სხეულიდან გადმოვარდა ტრანსპორტირების დროს. ეს ფაქტი მთელი თეორიის ამოსავალი წერტილი იყო. ![]() თვითმხილველი აგენტი კი ირწმუნება, რომ მან ეს ტყვია მანქანაში კენედის სავარძელზე იპოვა და აიღო, როგორც ნივთმტკიცება, რათა შემდგომ მედიკოსებისთის გადაეცა მაგრამ დაბნეულობისგან დაჭრილი პრეზიდენტი საკაცეზე დარჩა და იქიდან როგორღაც გუბერნატორის სხეულში მოხვდა. ლენდისი ვარაუდობს, რომ კენედის ტყვია ზურგში მოხვდა, მაგრამ ღრმად ვერ შეაღწია, ამიტომ რეკოშეტით პრეზიდენტის ლიმუზინის სავარძელზე დაეცა. "თუ ის, რასაც ის ამბობს, სიმართლეა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ სიმართლეა, ეს სავარაუდოდ ხელახლა წამოჭრის საკითხს მეორე მსროლელის შესახებ“, - თქვა ადვოკატმა ჯეიმს რობენალტმა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა გახმაურებული მკვლელობა. როგორც აღინიშნა, 88 წლის ლანდისის ახალი ჩვენება ეწინააღმდეგება იმ ცნობებს, რომლებიც მან დაწერა სულ მალე ტრაგედიის შემდეგ. უფრო მეტიც, იმ იშვიათ ინტერვიუებში, რომლებიც მან ადრე მისცა, არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები ტყვია. უორენის კომისიამ, გაურკვეველი მიზეზის გამო, არ დაკითხა ის, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი. ![]() მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2014 წელს წაიკითხა წიგნი "ექვსი წამი დალასში", სადაც რამდენიმე მსროლელის შესახებ ვერსია იყო გაჟღერებული, ლენდისში ამოტივტივტა წინააღმდეგობრივი მოგონებები. მეგობრებთან და ექსპერტებთან რამდენიმე წლიანი დისკუსიის შემდეგ მან გადაწყვიტა ეთქვა ყველაფერი, რაც ნახა. აგენტის მემუარები სულ მალე, ოქტომბერში გამოქვეყნდება . ის ფაქტი, რომ ლენდისი ამდენი წელი დუმდა და ახლა გადაწყვიტა ალაპარაკდეს, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს: მოულოდნელი "აღიარება" ჰგავს ფულის გამომუშავების მცდელობას პოპულარულ თემაზე სპეკულირებით და ტირაჟის გაზრდით. რატომ დაელოდა ღრმა სიბერეს?დარწმუნებული იყო, რომ 88 წლამდე იცოცხლებდა? ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, დიდი ხანია ფეხქვეშ გაიგდო ეს თემა და ფულს შოულობდა იმ ტრაგიკული დღის მოვლენებიდან. მაგრამ, როგორც New York Times-ის კორესპონდენტმა აღნიშნა, რომელიც ლენდისს ესაუბრა წიგნის გამოცემამდე, აღნიშნა, ის არ ჰგავს შეშლილ მოხუცს. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი მკვლელობის თვითმხილველი ირწმუნება, რომ არანაირ დასკვნებს არ აკეთებს და წიგნის დაწერა მისთვის „უზარმაზარი ემოციური შვება“ იყო. ![]() 389 3-ს მოსწონს 1-ს არა
|