x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსოფლიოს ხალხები, რომლებიც უფრო საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვიდრე სამშობლოში

ისტორიულად ისე მოხდა, რომ გარკვეული ერების წარმომადგენლები, უფრო საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვიდრე სამშობლოში. ეს როგორ მოხდა?

მსოფლიო ისტორია – ეს ომების, დაპყრობების და გადასახლებების ისტორიაა... და ზოგიერთი ერები, სხვადასხვა გარემოების გამო, მთელს მსოფლიოში, მიმოფანტულნი არიან.


ლიბანელებიimage


ლიბიაში, ამ სემიტური ხალხების წარმომადგენლების, მხოლოდ 4 მლნ. ადამიანი ცხოვრობს. ხოლო, 10 მლნ–მდე ლიბანელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაბნეული. ასეთი ფართომასშტაბიანი ემიგრაციის მიზეზი კი, სამოქალაქო ომები, ეკონომიკური პრობლემები და არეულობაა ქვეყანაში.

ლიბია ჯერ ადგილობრივმა ქრისტიანებმა დატოვეს, რომლებიც დევნის მსხვერპლნი იყვნენ. შემდეგ, მათ მუსლიმებიც მიჰყვნენ... ლტოლვილების უმრავლესობა საცხოვრებლად დას. ევროპაში და ამერიკაში გადავიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ლიბანელი ემიგრანტი, – დაახლოებით, 7 მლნ. ადამიანი, ბრაზილიაში ცხოვრობს. ხოლო, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიბიელი შაკირაა, რომელიც ესპანეთში დაიბადა და კოლუმბიაში გაიზარდა.


სომხებიimage


სომხები – ინდოევროპული ენობრივი ოჯახის ერთ–ერთ შტოს განეკუთვნებიან. სომხეთში, მათი რიცხვი, დაახლოებით, 3 მლნ–ს შეადგენს. მსოფლიოში კი, – 12 მლნ–მდე სომეხია. სომხებმა სამშობლოს დატოვება და საზღვარგარეთ დიასპორების შექმნა XI საუკუნეში დაიწყეს. სომეხი ემიგრანტების ყველაზე დიდი ტალღა, 1915 წლის, თურქეთის გენოციდს უკავშირდება.


ასურელები
image


ეს უძველესი სემიტური ხალხია, რომელთა წინაპრები – არამეელები იყვნენ. მსოფლიოში, დაახლოებით, 3, 3 მლნ. ასურელია. მაგრამ, ისტორიულ სამშობლოში (დღევანდელი სირია და ერაყი), მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.


პოლონელებიimage


მსოფლიოში სულ 80 მლნ–მდე პოლონელია და საკუთარ სამშობლოში მხოლოდ ნახევარი ცხოვრობს. ასეთი ფართო განსახლების მიზეზი კი, ორი მსოფლიო ომი იყო, რომლის დროსაც სამშობლო, ბევრმა პოლონელმა, ზოგმა ნებით, ზოგმაც იძულებით დატოვა. მიგრაციის კიდევ ერთი ტალღას ადგილი, 2000–იან წლებში ჰქონდა, როდესაც პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა. მაშინ დას. ევროპაში საცხოვრებლად, 4 მლნ–მდე პოლონელი გადავიდა. ხოლო, ბრიტანეთში, იმავე პერიოდში, პოლონელების რაოდენობამ პაკისტანელების რიცხვსაც კი გადაასწრო.



ირლანდიელებიimage


ირლანდიაში, ბოლო პერიოდში, დაახლოებით 3, 8 მლნ. კაცი ცხოვრობს. მსოფლიოში კი, – 9 მლნ–მდე. ხოლო, შერეული სისხლის ადამიანებსაც თუ დავთვლით, ვის ძარღვებშიც ირლანდიური სისხლი ჩქეფს, მაშინ 80 მლნ–მდე გამოვა. ირლანდიელებმა საკუთარი კუნძული XIX საუკუნის შუა წლებში, შიმშილის გამო დატოვეს, რომელიც კარტოფილის დაავადებით იყო გამოწვეული. ისინი საცხოვრებლად, ძირითადად, ავსტრალიაში, ინგლისში, აშშ–ში და კანადაში გადავიდნენ.


ინგლისელებიimage


დიდ ბრიტანეთში, ადგილობრივი ეთნოსის, 50 მლნ. წარმომადგენელი ცხოვრობს. მსოფლიოში კი – დაახლოებით, 110 მლნ.. ეს ადამიანები XVI – XX სს–ში სამშობლოდან წასული ემიგრანტების შთამომავლები არიან. ხოლო, მათი განსახლების ძირითადი ქვეყნები – ავსტრალია, სამხ. აფრიკა, ჩრდ. ამერიკა და ახალი ზელანდიაა.


ებრაელებიimage


ისტორიულ სამშობლოში, დაახლოებით, 6, 7 მლნ. ებრაელი ცხოვრობს. ხოლო, მსოფლიოში, მათი საერთო რაოდენობა, 15 მილიონია. შთამბეჭდავი ებრაული დიასპორა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დას. ევროპაში ცხოვრობს. ებრაელების განსახლება მთელს მსოფლიოში 2 ათასი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც რომაელებმა იუდეველთა სახელმწიფო გაანადგურეს და ებრაელებს იქ ცხოვრება აუკრძალეს... და გაიფანტნენ ისინი მთელს მსოფლიოში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ტოპ –15 – ყველაზე მიმზიდველნი, საკუთარ ასაკში (50 +)

* ჰიტლერის ლიკვიდაციის 2 გეგმა არსებობდა, მაგრამ სტალინმა ის "გადაარჩინა"

* თემატიკის გარეშე – უბრალოდ, საინტერესო ფოტოები



1
584
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
584
  
15 მაისი, 13:24
ლიბია სხვაა და ლიბანი სხვა :) პირველი აფრიკაშია, მეორე აზიაში. დროშა ლიბანისაა
0 1 1