საზოგადოება დემურ გიორხელიძე: "რვა წლის წინათ დაწერილს გთავაზობთ!.." 2023, 14 სექტემბერი, 15:51
"ს ი ს ტ ე მ ა და მისგან გამომდინარე ს ო ც ი ა ლ უ რ ი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქმნის ს ტ ი მ უ ლ ე ბ ს, - გადამწყვეტია!" [დ.გ.]
ქართველმა ჯერ ეს ვერ გაიგო, ამიტომაც არაფერი შეიცვლება ახლო მომავალში!..
ამ გენერაციის ქართველმა, რომელსაც ფეოდალიზმში ძვრება სული და
პატრონის ნების გამომჟღავნება ნორმალური ჰგონია, - ვერც სახელმწიფო შექმნა და ვერც შექმნის, - ამიტომ პატრონი თავის შვილს სიაში ჩასვამს თუ უმაღლეს
თანამდებობას უბოძებს, - მისი ნებაა დღევანდელ საქართველოში, ამით იგი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომქ ა რ თ ვ ე ლ ი - ეს უბრალოდ მონა და ყმაა და მას არავინ არაფერს ეკითხება - მათი მოვალეობაა პატრონის საქციელით აღფრთოვანება და საკუთარი შვილების მომავლის დასამარება... ამიტომაც ძვრება სული საქართველოს სიღარიბეში და უპერსპექტივობაში!
p.s.დღევანდელობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე 8 წლის წინ იყო:საშუალო და უფროსი თაობების ქართველების - დამპალი იდეოლოგიის მსახური და ყალბი
ორიენტაციების მქონე მსუყედ დაფინანსებული გარეწარი ადამიანების მცდელობით, - ახალი თაობის საკმაო ნაწილი განადგურებული იქნა და ადამიანური ცოდვისა და მისი განადგურების საზიზღარი გადახრები "ევროპულ ორიენტაციად" იქნა დასახული! მაგრამ ჯერ არაფერია დაღუპული, თუ ქართველებს სურთ თვითმყოფადობა და საკუთარი სახელმწიფო! როგორც აიგო ეს დამპალი ხუხულა, ისევე დაინგრევა! თუ არ დაინგრევა, - ქართველი დაემშვიდობება ამ საოცარ ქვეყანას და მისი ისტორიაც დასრულდება! მაგრამ ამაში იგი ვერავის დაადანაშაულებს, გარდა საკუთარი თავისა! მე კი მჯერა და ვხედავ, ეს როგორ არ უნდა მოხდეს ეს ტრაგედია, თუმცა, დაიწყო დიდი მობილიზაცია საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. და ეს მობილიზაცია თვით საქართველოს წიაღში ხდება, თუმცა, ეს სიახლე არ არის!" ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე
136 შეფასება არ არის
|