საზოგადოება "ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია” - რა აჩუქეს ვახო სანაიას 2023, 14 სექტემბერი, 12:10 ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედის, რუსუდან ხუციშვილის მიერ მისთვის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქრის ფოტოს აზიარებს. სანაიას თქმით, ორი ლიმონი, სწორედ იმ ხის ნაყოფია, რომელიც ქალბატონ რუსუდანს სამი ათეული წლის წინ, სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოუტანეს და აგერ უკვე 30 წელია, ის ზამთარ-ზაფხულ შვილებივით უვლის. ვახო სანაიას ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:"ეს ქალბატონი რუსუდან ხუციშვილია – შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედა. თავადაც შოვში იმყოფებოდა 3 აგვისტოს, როცა დათომ მაშო გადაარჩინა. ქალბატონი რუსუდანის ოჯახი – 9 წევრი ( შვილები და შვილიშვილები) სასწაულით გადაურჩა სტიქიას.ქალბატონი რუსუდანის ფესვები აფხაზეთს, სოხუმს უკავშირდება. ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს ამბროლაურში, სოფელ ურავში.ზუსტად 30 წელია, ზამთარ-ზაფხულ შვილებივით უვლის ლიმონის ხეს, რომლის ნერგი სამი ათეული წლის წინ, სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოუტანეს. იმდენი ხნისაა, რამდენი დროც გავიდა, რაც აფხაზეთიდან გამოგვდევნეს.ხეს ორი ლიმონი ესხა. მოკრიფა და ორივე ჩემთვის გამოატანა Salome Bokuchava-ს. ალბათ ხვდებით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია.ღმერთმა დალოცოს ქალბატონი რუსუდანი და მისი ოჯახი ❤️"- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში და თავის და ქალბატონ რუსუდანის ფოტოებს აზიარებს.526 შეფასება არ არის |