x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135296
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509571
ცოლიანი მამაკაცი გაბრაზდა, როცა გაიგო რომ საყვარელი ღალატობდა - რა უპასუხა ფსიქოლოგმა?
image

მამაკაცმა, რომელსაც საყვარელი ღალატობს, ჯერ უნდა დაალაგოს ურთიერთობა კანონიერ მეუღლესთან, ამბობს ურთიერთობის ფსიქოლოგი კოლინ ნოლანი. ასეთი რჩევა მან გამოცემა Mirror-ის საშუალებით მისცა


დაქორწინებულმა კაცმა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, წერილი მისწერა ნოლანს, სადაც მან აღიარა, რომ რამდენიმე თვეა რაც, სექსუალურ ურთიერთობა აქვს თავის კოლეგასთან. ის ამტკიცებს, რომ ცოლი დაკავებულია საქმით, შვილებითა და მეგობრებთან შეხვედრით და ყურადღებას არ აქცევს მას. თუმცა, ახლახან მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ საყვარელი, რომლის მიმართაც მან ძლიერი გრძნობები გაუჩნდა, სხვა კაცებსაც ხვდება .


”მან მკითხა, თუ რატომ ვიყავი ასე გაკვირვებული, ჩვენ ხომ არ შევთანხმებულვართ ექსკლუზიურ ურთიერთობაზეო და თან შენ ხომ დაქორწინებული ხარო.... ვიცი, რომ არ მაქვს უფლება მოვითხოვო მისი ერთგულება, მაგრამ თავს მოტყუებულად ვგრძნობ და ვეჭვიანობ "-განაცხადა მან.




საპასუხოდ ნოლანმა აღნიშნა, რომ ძნელია უთანაგრძო იმ კაცს, რომელიც ღალატობს ცოლს. მან ურჩია დაასრულოს რომანი, გაარკვიოს ურთიერთობა მეუღლესთან და გადაეწყვიტოს, გადაარჩინოს ოჯახი თუ განქორწინდეს.


„თუ არ გინდა შენს საყვარელთან განშორება, სწორად მოიქეცი და ყველაფერი აღიარე შენს ცოლთან. ის არ იმსახურებს მოტყუებას, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ შორის“, - ამბობს ურთიერთობის ფსიქოლოგი. ასევე გაითვალისწინე, რომ მოღალატე საყვარელი მამაკაცის განქორწინების შემდეგ ასე გააგრძელებს სხვა კაცებთან ძრომიალს, დასძინა ნოლანმა.


"თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ როგორ უყურებს ის სექსს დაქორწინებულ მამაკაცთან და იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მას მრავალი საყვარელი ჰყავს, მისგან ტრადიციულ ურთიერთობებსა და სიყვარულს არ ელოდებით. ის ჯერ არ არის მზად ოჯახის შექმნისთვის."-აღნიშნა ნოლანმა.

0
547
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0