x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არაჩეულებრივი გამჭრიახობა - როგორ მიანიშნა ქალმა 911-ის ოპერატორს; საუბარი, რომელიც ეტალონად იქცა და სარეკლამო რგოლად გამოიყენეს
image

კითხვა:„911 -ის ოპერატორს, მიგიღიათ თუ არა ისეთი სატელეფონო ზარი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?“


აი, ერთ-ერთმა ოპერატორის მიერ გამოაქვეყნებული დიალოგი, სადაც ერთხელაც ქალმა დარეკა 911ზე


- 911 გისმენთ, რა მოხდა?

- მაინის ქუჩა, 123.


- კარგი, რა ხდება მანდ?

- პიცა მინდა შევუკვეთო.

- ქალბატონო, თქვენ დარეკეთ 911-ში.

- დიახ, ვიცი. გთხოვთ, დიდი პიცა, ნახევარი პაპერონით, ნახევარი სოკოთი და წიწაკით.

- უჰ... მაპატიეთ, მაგრამ იცით, რომ თქვენ სამაშველო 911-ზე დარეკეთ?

- დიახ. როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დასჭირდება ამას?

- კარგით, ქალბატონო. კარგად ხართ? გჭირდებათ დახმარება?

- დიახ, ზუსტად.

-და შენს გვერდით ვინმეა და ამის გამო ლაპარაკი არ შეგიძლიათ?

- დიახ დიახ. ისე იცით რამდენი დრო დასჭირდება?

-შენი სახლიდან კილომეტრში ოფიცერი გვყავს. არის თუ არა სახლში იარაღი?

- არა.

-შეგიძლია ჩემთან ხაზზე დარჩე?

- არა. მადლობა, ნახვამდის.


საუბრისას ოპერატორმა გადაამოწმა მისამართი, საიდანაც განაცხადი იყო შეტანილი და აღმოჩნდა, რომ ამ ნომრიდან ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ბევრი ზარი იყო შემოსული.


ოფიცერი მალევე მივიდა მისამართზე და სახლში დაჭრილი ქალი და მისი მთვრალი ქმარი დახვდა. მამაკაცი დააკავეს, ქალმა დაადასტურა, რომ მასზე თავდასხმა მოხდა. ოპერატორმ ქეის ვეისინგერმა აღიარა, რომ გაოცებული იყო ქალის გამომგონებლობით.


2015 წლის დასაწყისში ფონდმა, რომელიც ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ამ საუბრის ჩანაწერი სარეკლამო ვიდეოსთვის გამოიყენა.


0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0