x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
"მთელი ცხოვრება იაპონიაში დავდივარ, თბილისში ქორვაჭრული ბიზნესია და არარეალურად ძვირი ფასებია" – თამარ ივერი
image

.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ფასებთან დაკავშირებულ მორიგ პოსტს ავრცელებს, ის ქართულმა ფასებმა კიდევ ერთხელ აღაშფოთა. მეცო სოპრანო გაკვირვებულია იაპონური სამზარეულოს თბილისური ფასებით და წერს, რომ რასაც აქ დელიკატესად თვლიან, იაპონიაში ის ჩვეულებრივ დესერტად ითვლება, საკმაოდ იაფი ღირს და იგივე დესერტს საქართველოში ბომონდური ფასები ადევს.

.

„თვალში მომხვდა ეს გვერდი ფეისბუკზე და ხალხს კომენტარებში წერენ ერთი ცალი მოჩი 6 ლარიო...


.

დიახ, 1 ცალი 6 ლარი!!! და ვერ ხვდებიან რომ ეს ფასი ამ პატარა პინკ პონკის ბურთისხელა დესერტისთვის არარეალურად ძვირია? მთელი ცხოვრება იაპონიაში დავდივარ და მოჩი ჩვეულებრივ იაფ დესერტად ითვლება და არა დელიკატესად და ფუფუნების საგნად. ამაზონზე მაინც შევიდნენ დალოცვილები, თავად იაპონიაში დამზადებული მოჩის 10-12 ცალიანი ბომბონიერები 2-3 ევრო ღირს. კარგი იქნება საკუთარ თავში ჩაიხედონ. აქვთ კი საქართველოში ადამიანებს იმის ფუფუნება ერთი ბეწო რაღაც მათთვის უცნობ დესერტში 1 ცალში 6 ლარი გადაიხადონ? თან, ცოტა რომ გესიამოვნოს, ერთი 3-5 ცალი მაინც უნდა ჭამო სხვადასხვა შიგთავსით. ჰა და ჰა 2-3 ლარზე მეტი არ უნდა დაადონ 1 ცალზე თუ მაინცდამაინც.

.

მოკლედ, წარმატებებს ვუსურვებ მხოლოდ VIP ხალხზე გათვლილ ქორვაჭრულ "ბიზნესში" - წერს თამარ ივერი.

0
449
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0