x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 შეცდომა ძილის წინ, რის გამოც გარბის წონა
საღამოს, სამუშაოს შემდეგ, სხეულსა და სულს სჭირდება მცირე განტვირთვა, მაგრამ ჩვენ ერთდროულად ვუშვებთ რამდენიმე შეცდომას, რის გამოც შემდეგ გვეშინია სასწორზე დადგომის. მოდით, გავეცნოთ საღამოს შეცდომებს, რათა შევეცადოთ არ დავუშვათ ისინი და ვიყოთ უფრო მოხდენილები და ჯანმრთელები.



image


7 შეცდომა ძილის წინ, რის გამოც გარბის წონა




1. ღამე ჭამა. image
შეიძლება სასტიკად გამოიყურება, მაგრამ საღამოს 6-7 საათის შემდეგ ჭამა, მავნეა. ღამით მირთმევა ზრდის ინსულინის და სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების რისკს, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზე.




2. ყავა ღამით. image
ყავა არა მხოლოდ გმატებთ ენერგიას და გაიძულებთ ღამით უფრო დიდხანს იფხიზლოთ, არამედ გიღვიძებთ მადას, რადგან არაფერი გაქვთ ამ დროს გასაკეთებელი. ყავა ასევე შეიცავს ქლოროგენის მჟავას, რომელიც, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, გეხმარებათ წონის მომატებაში. უმჯობესია დალიოთ მწვანე ჩაი ან მცენარეული სასმელები.





3. ძილის ნაკლებობა. image
7-8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად ისახება ფაქტობრივად ყველაფერზე. საკმარისი ძილის გარეშე, თავს დუნედ და უენერგიოდ გრძნობთ. ასე რომ, არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ორგანიზმის მეტაბოლიზმი ნელდება და ჩვენ ვაგროვებთ არასაჭირო კილოგრამებს.




4. ფიზიკური უმოქმედობა.image
საღამოს ვგრძნობთ დაღლილობას სამსახურიდან მოსვლის შემდეგ და, როგორც წესი, სახლში ან სავარძელზე ვეშვებით, ან საოჯახო საქმეებს ვაკეთებთ. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, სულ მცირე დატვირთვაა, მაგრამ არასაკმარისი. სამუშაოს შემდეგ წესად აქციეთ, რომ მეტროში არ ჩახვიდეთ ან მანქანაში არ ჩაჯდეთ, არამედ რამდენიმე კვარტალი გაისეირნეთ ფეხით. ამავდროულად, გათავისუფლდით სტრესისგან, რადგან სტრესისა და ჭარბი ადრენალინისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება, სწორედ რომ ფიზიკური დატვირთვაა.




5. ღამის ინტერნეტ სერფინგი. image
ადამიანების უმეტესობა სანამ დაიძინებს, კითხულობს რაღაცას სოციალურ ქსელებში ან უყურებს ფოტოებს სმარტფონის ან ლეპტოპის გამოყენებით. ეს მოწყობილობები არ ქმნიან სათანადო სიბნელეს ჩვენი სხეულისთვის, ასხივებენ ლურჯ შუქს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ღამით სიბნელე, რათა გამოვიმუშაოთ მელატონინი, ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ყოველდღიურ რითმებზე. ცისფერი შუქი ხელს უშლის მის საჭირო რაოდენობით წარმოქმნას. მელატონინის ნაკლებობა ასევე ანელებს ჩვენს მეტაბოლიზმს. ჯობია წიგნი წაიკითხოთ ღამით და დაიძინოთ. აუდიოწიგნები ასევე სასარგებლოა.




6. გვიან გაღვიძება. image
დილით აუცილებლად გვჭირდება მზის შუქი, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. თუ ბოლო წუთამდე გძინავთ, შემდეგ კი გარბიხართ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფაქტობრივად ვერ ხედავთ მზის შუქს. ასე რომ, გაიღვიძეთ მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და წადით არა სირბილით, არამედ ფეხით, ჩამოდით ტრანსპორტიდან ან დატოვეთ მანქანა ცოტა მოშორებით.




7. არასწორი საწოლი. image
კაშკაშა, თბილ ფერებში საწოლების არჩევით ხელს ვუშლით საკუთარ თავს დაძინებაში და ფაქტი მადასაც კი გვიღვიძებს. უმჯობესია საწოლი და მისი თეთრეული გადაწყვიტოთ ლურჯ ან მწვანე ტონებში - ისინი ამშვიდებენ.





P.S. გააანალიზეთ თქვენი საღამო და შეეცადეთ შეცვალოთ მასში რაღაც ისე, რომ არაფერი დაემუქროს თქვენს ჰარმონიას.

0
293
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0