x
image
თამილა გურაშვილი
რას წერს იტალიელი პატრი ხორნაბუჯის ციხესთან გამართულ ბრძოლაზე

image
"ქართველები!!! ქართველებმა თვალწინ დაუხოცეს დაცვა, მაგრამ ალყის საფრთხე შეიქმნა . იტალიელი პატრი, თვითმხილველი.
1617 წელი შაჰაბას პირველი კვლავ შემოესია მესამედ კახეთს. დაარბიეს ბოდბის მონასტერი და ალყა შემოარტყეს ხორნაბუჯს. ღიმილით შეხვდნენ ქართველი მეციხოვნენი.
რამდენი იერიშიც მიიტანა შაჰმა იმდენი აჩეხეს ქართველებმა ყიზილბაშები. თვითონ აბას პირველი სარდლობდა. ქართულ ციხიონს სარდლობდნენ თამაზ ქართველი და შერმაზან ქართველი.
ხორნაბუჯი აუღებელიაო თვითონ შაჰის ისტორიკოსი მუნში წერს. ერთი ნაკლი აქვსო, ამ ციხეს წყალი არა აქვს და წვიმის იმედზე არიანო.
სისასტიკით ცნობილი ზამანბეგის ჯარი მიუშვა ხორნაბუჯზე აბას პირველმა. თვითონ იჯდა და უყურებდა.
შუაზე გაჩეხეს ზამან ბეგი ქართველებმა და გაჩეხილი გადმოუგდეს შაჰს. შაჰი გაცოფდა. 21 დღე მიჰქონდა თვითონ აბასს იერიშები. დახოცილი ყიზილბაშების გროვები დადგა. მელიის ჯიშისა იყო შაჰი. ტყვე ქართველი მანდილოსნები და ბავშვები მიაყვანინა ციხესთან და იქ დატოვა. იცოდა ძაღლიშვილმა შაჰმა ქართველები ქალებს და ბავშვებს იძულებით შეიფარებდნენ. წყალი აღარ ჰქონდათ ქართველებს. ციხეში იყო ბოდბის ეპისკოპოსი. უნდა შემოვუშვათო ქალები და ბავშვები. არც სხვა გზა იყო შემოუშვეს.
21ე დღეს ხორნაბუჯს ქართლის ვალი ბაგრატ ბაგრატიონი მოადგა. თუ დანებდებითო შეგიწყალებთო შაჰი, მაგრამ არ შეიწყალებსო თამაზ ქართველს მთავარსარდალს. სარდალმა პასუხი უნდა აგოსო სეფიან შაჰთა დინასტიის წინაშე. ჩვენი დაუძინებელი მტერიაო.
დაფიქრდა ქართველი მხედართმთავარი. წყალი აღარ იყო. ტიროდნენ ქალები ბავშვები წყალს ითხოვდნენ. სხვა გზა აღარ იყო, სამგლოვიარო ზარები დაარეკინა მხედართმთავარმა და ციხეში მყოფი ქართველი მეომრები, რომლებიც დაჭრილნი არ იყვნენ გამოიჭრნენ ციხიდან ამხედრებულები.
ციხეში იმყოფებოდა იტალიელი პატრი. აი რას წერს იტალიელი პატრი.
ციხიდან გაიჭრნენ ქართველები და პირდაპირ მიიტანეს იერიში შაჰზე. ამას არც მე და არც არავინ მოელოდაო წერს იტალიელი პატრი. ამ სცენას მე თვითონ ვუყურებდიო. ქართველებმა გაწყვიტეს შაჰის დაცვა და თვითონ შაჰმა ვერ გაბედა ხმალდახმალ ქართველებზე წამოსვლა, თორემ უწჭველი მოკლავდნენო ქართველები შაჰს.
ციხეს ალყად ედგაო ყიზილბაშთა ჯარი. ალყა მიატოვეს და ყველა შაჰის დასახმარებლად დაიძრაო. ცოტანი იყვნენო ქართველები და საფრთხე ექმნებოდათ სრულ ალყაში მოქცევისო.
იტალიელი წერს მეგონა ყველა ქართველ მეომარს დახოცავდნენ ყიზილბაშები მაგრამ ქართველებმა გაარღვიეს ალყა, ვინც წინ დახვდა შუაზე ჩეხავდნენო და გავიდნენო ალყიდან. მართლა რკინის გული ჰქონიათო ამ ქართველებს.
შაჰის ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს ამ სცენასო ქართველთა შეტევისას თავისი თვალით უყურებდაო შაჰი. გაგიჟდა, გადავარდა და ბღაოდაო შაჰი. ნახევარი მსოფლიო დავაჩოქე და რა გახდნენ ეს წყეული კახელები ამათ ვერაფერს ვუხერხებო.
შაჰის ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს ქართველმა სარდალმა დაუძახა კიდევ შევხვდებითო, ძაღლიშვილო სეფიანო შაჰო, ჯერ ომი არ დასრულებულაო. ამან მთლად ჭკვაზე შეშალაო შაჰი.( ცნობილი ამბავია დედა ბუდრიანად ამოწყვიტეს ძაღლიშვილი სეფიანთა მოდგმა ქართველებს შეეძლოთ დახმარებოდნენ, მაგრამ ახსოვდათ სეფიანთა ნაგვობა და არ გადაარჩინეს. ეს მოგვიანებით მოხდა სეფიან შაჰთა მოდგმა აღარ არსებობს პირწმინდად ამოწყვიტეს, ხოლოთ მოგვიანებით ამ ამბებიდან.)
იმ ბრძოლიდან ქართველებმა შესძლეს გამოსვლა, ვერ გაბედეს დადევნება ყიზილბაშებმა.
ამ ომის შემდეგ მაინც რეკდა ბოდბეში გადარჩენილი ზარი, მაინც არ იყო ქართველობა დამარცხებული თუმცა ზარალი აუნაზღაურებელი იყო. მთავარი ისაა ქართველს ხმალი ეჭირა და ისევ ქართველობდა.
ის ქართული სული, კაცობა და გული არ მოგვიშალოს ღმერთმა. " -გიორგი ქართველიშვილი
0
179
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0