კონფლიქტები "ტანგოს ორი სჭირდება" - აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა კიევი მოელაპარაკოს მოსკოვს, მხოლოდ ერთი პირობით 2023, 11 სექტემბერი, 16:46
ექსპერტების აზრით, შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო ტაქტიკის შეცვლას და დაზავებას სთხოვს.
უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკება გამართოს, თუ ასეთი წინადადება მოსკოვიდან იქნება.ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს კიევს და ასევე შეუერთდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს.დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“. „თუ ის [პუტინი] გამოავლენს მსგავს ინტერესს, მაშინ ვფიქრობ, უკრაინელები იქნებიან პირველი, ვინც მოლაპარაკებას გამართავს და ჩვენც უმალ მხარში დავუდგებით“, - განუცხადა ენტონი ბლინკენმა ABC-ს. მან აღნიშნა, რომ ყველას სურს ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამ ფონზე პოლიტოლოგმა ვადიმ კარასევმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისგან სამხედრო ამოცანების შეცვლსა ითხოვს და მოსკოვთან ზავის დადებისკენ უბიძგებს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არ სურს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე მიმდინაროებდეს, მით უმეტეს, როდესაც არ არსებობს რაიმე სამხედრო წარმატებები უკრაინის მხრიდან. მით უმეტეს, რომ სულ უფრო მეტი სკეპტიციზმია ამ საკითხთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები დაარწმუნებს კიევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს რადგან სავარაუდოდ გადასახადის გადამხდელები ქვეყანაში დაიწყებენ არასასიამოვნო კითხვების დასმას არაეფექტურად გამოყენებული 40 მილიარდი დოლარის დახარჯვის გამო. რუსეთ უკრაინის ომში ინგლისურენოვანი ვიკიპედიის ცნობით ომის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით დაიღუპა დაახლოებით 70 000 -ზე მეტი უკრიანელი სამხედრო და 120 000-მდე რუსი ჯარისკაცი, ხოლო ომმა 14 000-იდან 37 000-მდე მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა. უცხოელ მოხალისეთა შორის ყველაზე მეტი დაღუპული ტაჯიკეთზე მოდის(63), მეორე ადგილზეა, უზბეკეთი(58), ხოლო მესამეზე საქართველო(51).დასავლეთის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ზე მოდის, 24 სამხედრო მოხალისე. 497 2-ს მოსწონს
|