x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137400
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
"თამაზ, ეს რა დაგემართა"- ივანიშვილის რა ფოტოს ავრცელებს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, თამაზ გაიაშვილის მიერ "ნოდარ მელაძის შაბათის"ეთერში ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის იმ პერიოდის ფოტოს ავრცელებს, როდესაც ის მუშად მუშაობდა:


image


"როგორ თქვა გაიაშვილმა, "ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათო" თუ რაო, როგორო? თამაზ, ეს რა დაგემართა."- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თამაზ გაიაშვილმა "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟში განაცხადა, რომ მას შეუძლია თვითმფრინავის გამოყენება ოფიციალური ვიზიტების გარეშეც, ვინაიდან ის ქვეყნის პრემიერია და არა რომელიმე ქარხნის მუშა.


საქართველოს მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა:


"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.


კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.


ცნობისთვის, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.








0
626
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
626