x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ქანიე უესტის მეუღლეს უხამსი ჩაცმულობისთვის დააჯარიმებენ - ნახეთ, მისმა რომელმა სამოსმა აღაშფოთა ყველაზე მეტად იტალიელები

image


"ცნობილი რეპერისა და დიზაინერის ქანიე უესტის მეუღლეს ბიანკა ცენსორის ფლორენციის ქუჩებში ზედმეტად თამამი ჩაცმულობის გამო 5-დან 10 ათას ევრომდე ჯარიმა ემუქრება. გადაწყვეტილება შესაძლოა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს", - ამის შესახებ "Daily Mail"-ი იუწყება. იტალიური კანონმდებლობის თანახმად, თუ ადამიანი არასათანაო ჩაცმულობით ბავშვების თანდასწრებით არაერთხელ გამოჩნდება მას 4 თვიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


image


შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფლორენციის მცხოვრებლები არაერთხელ აღშფოთდნენ იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებოდა 28 წლის ბიანკა ცენსორი ქუჩაში სიარულის დროს. ერთხელ უესტის ცოლმა გარშემომყოფების წინაშე მინიმალისტურ შავ ბიუსტჰალტერში თავისი მშვენიერი მკერდის დემონსტრირება მოახდინა, რომელსაც სხეულზე მჭიდროდ მომდგარი შავი ფერის ლეგინსების გარდა სხვა არაფერი ემოსა, ფეხსაცმელიც კი, შემდეგ ჯერზე ის საზოგადოების წინაშე უკვე სექსუალური ბოდითა და გამჭვირვალე კოლგოტით გამოჩნდა.


image


გოგონა ფლორენციის ქუჩებში ასევე სხეულზე მჭიდროდ მომდგარი გამჭვირვალე კაბით შენიშნეს, რომელსაც დვრილებს მხარზე გადაკიდებული შავი ჩანთა ძლივს უფარავდა. მოგვიანებით რესტორანში ბიანკა უკვე ბადისებრი გამჭვირვალე ზედატანით გამოჩნდა, რომელიც ფანტაზიისთვის ადგილს აღარავის უტოვებდა.

image



ბიანკას ასეთმა "უპატივცემულო" და "ვულგარულმა" ჩაცმულობამ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად აღაშფოთა, რომ მათ წყვილს "Twitter"-ზე ქვეყნის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გოგონას "თავის ავსტრალიაში" დაბრუნება ურჩიეს, სადაც მისი ასეთი ნახევრად შიშველი სამოსით ქუჩაში სიარული სავარაუდოდ, სრულიად ნებადართულია.


image


"ჩვენ არ გვჭირდება ეს ნაგავი იტალიაში", "ძალიან უპატივცემულოა სხვა ადამიანების მიმართ ქუჩაში პრაქტიკულად შიშველი სიარული" - მსგავსი კომენტარები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყვილი ფლორენციაში გადავიდა.


image



"გასაკვირია, რომ ის ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. იტალია ბევრად უფრო კონსერვატიულია და ამ შემთხვევაში ეს სწორია!" - დაწერა კიდევ ერთმა გაბრაზებულმა მომხმარებელმა.


image


"ეს სრული უპატივცემულობაა კონსერვატიული კათოლიკური კულტურის მიმართ", - აღშფოთებას ვერ მალავენ სოცქსელის მომხმარებლები.



imageimageimageimageimageimage









0
894
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
894