x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულითგადაფსიხებული მდაბიო ქაჯები"-ნიკა გვარამია

image

ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს, სადაც სავარაუდოდ თან შვილი ჩაიყვანა სასწავლებლად აშშ-ში და მისი ცოლის, ნანუკას დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ტვ პირველის მომზადებულ რეპორტაჟებს ნიკა გვარამია სოციალური ქსელით ეხმაურება:



"რასაც ნოდარ მელაძის შაბათში ვუყურე ღარიბაშვილის თვითმფრინავის ამბებზე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი, დაბადების დღის გამო დაკეტილ ქაჯურ ციხე-რესტორანზე და ხელისბიჭებად ქცეულ შეიარაღებულ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებზე, არის დანაშაულებრივიც და გულისამრევიც.


ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია. ჩემს სოხუმურ ბავშვობაში, ჩემი უსაყვარლესი ძიძა (დონელი კაზაკი) შურა დოროშენკო ასეთებზე ამბობდა с жиру бесятся.



ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულითგადაფსიხებული მდაბიო ქაჯები. საქართველოში - კიდევ უფრო მეტად ასეთია.


ps არ დამავიწყდეს: თამაზ გაიაშვილი - ამაზრზენი მედროვეობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში."-წერს ნიკა გვარამია.





ტვ პირველი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღისთვის მთელი სასტუმრო კომპლექსი და “შატო დე ვერეს” 7 დარბაზი დახურეს. მედიის ცნობით, იარაღიანი დაცვა სასტუმროს პარკინგთან სათითაოდ ხვდებოდა ნუნუკა თამაზაშვილის სტუმრებს და რესტორნამდე აცილებდა.


უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობა მხოლოდ პირველი ლედის დაბადების დღეზე სტუმრების მიღება გაცილება არ ყოფილა. ისინი უზრუნველყოფდნენ პარკინგზე გაჩერებული მანქანების შიდა სივრცეში შეყვანას რომ სტუმრებს გზა რესტორნიდან ავტოსადგომამდე ფეხით არ გაევლოთ.


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 6 სექტემბერს პრემიერის ოჯახის პირად წვეულებაზე დღის 4 საათიდან იყო მობილიზებული. მინიმუმ ღამის 2 საათამდე წვეულების დასრულებას პირადი მცველების ნაწილი მანქანაში უცდიდა.


ტვ პირველის ცნობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კვაშილავა, რომლის მოვალეობა წესით ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობაა. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული.


კვაშილავა, რომელიც წესით საქართველოში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, და უცხოურ დელეგაციებს უნდა მასპინძლობდეს, იმ დღეს პირველი ლედის პრივატული წვეულების სტუმრების მიღება-გაცილებას უზრუნველყოფდა. მედიის ცნობით, როდესაც მან ნახა, რომ კამერა იღებდა, მისი დამტვრევაც სცადა

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0