x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
47 წლით უმცროსი რობერტო კავალი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

image


ლეგენდარულ იტალიელ მოდის დიზაინერს 15 ნოემბერს 82 წელი შეუსრულდა. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, რობერტო არა მხოლოდ არ ჩქარობს საკუთარი პოზიციების დათმობას, არამედ ახალგაზრდა ვნების ობიექტის გარემოცვაში ცხოვრებითაც ტკბება. პაპარაცებმა უჩვეულო წყვილი რამდენიმე დღის წინ, დასვენებისას დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ 82 წლის ცნობილი დიზაინერის რჩეული მასზე 47 წლით უმცროსია.


image


"აი, ბაბუაც ამას ჰქვია", "ფული წყვეტს ყველაფერს, და ვინმემ გაბედოს თქვას, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი", "საკუთარ ასაკთან შედარებით ის ახალგაზრდულად სწორედ საკუთარი ფინანსების წყალობით გამოიყურება", "სამაგიეროდ გოგონა სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება, უბრალოდ ცოტაც უნდა მოითმინოს", "გულწრფელად ვწუხვარ ამ გოგოების გამო", "ნუთუ ეს ქალები ბედნიერები არიან?", "ბაბუა შვილიშვილთან ერთად", "რა მსხვერპლზე უწევს წასვლა მისი ფულისთვის!", "და უყვარს ვინმე 30 წლის ვალენტინო", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში საინტერესო წყვილის ფოტოების ქვეშ.


image



როვერტო კავალის მეგობარი გოგო მოდელი ლინა ნილსონი გახლავთ, ამ უთანასწორო კავშირის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გასული წლის ივნისში გახდა, როდესაც ინტერნეტში კავალისა და ნილსონის კუნძულ სარდინიაზე შვებულების დროს გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ლინა შხაპის გელით საგულდაგულოდ ბანდა მეგობრის სხეულის ყველაზე ინტიმურ ნაწილებს.


image



ლეგენდარული დიზაინერი თავის ავსტრიელ მეუღლეს, ევა დიურინგერს, რომელზეც 28 წელი იყო დაქორწინებული რამდენიმე წლის წინ დაშორდა. მათ ერთმანეთი 1977 წელს "Miss Universe"-ის კონკურსის დროს გაიცნეს, სადაც ევამ მეორე ადგილი დაიკავა.


imageimage











0
430
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
430