x
image
მანანა თურმანიძე
სიყვარულში მიზიდულობის დადანაშაულება არ შეიძლება
image

რას გულისხმობდა აინშტაინი, როდესაც ამბობდა: „სიყვარული არ შეიძლება დააბრალო მიზიდულობას“?


1933 წელს აინშტაინმა მიიღო წერილი კორესპონდენტისგან, რომლის ცოდნა ფიზიკაში არც ისე საფუძვლიანი იყო. ამ წერილში ის წერდა: „დედამიწა სწრაფად მოძრაობს და მიზიდულობის (გრავიტაციის) გამო ადამიანები სფერულ ადგილიზე ხან სწორად დგანან, ხან თავდაყირა და ხანაც მის მიმართ სწორი კუთხით. ამასთანავე, აღნიშნავდა ის, თავდაყირა დგომისას მათ უყვარდებათ და ათას სისულელეს სჩადიან.


როგორც ცნობილია, აინშტაინს ამ წერილზე პასუხი არ გაუცია, მაგრამ წააწერა:

"შეყვარება სულაც არ არის ყველაზე სულელური რამ, რასაც ადამიანები აკეთებენ, მაგრამ გრავიტაცია არ შეიძლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი."




ალბათ ის გულისხმობდა, რომ ის, რაც კორესპონდენტმა დაწერა, ბევრად უფრო დიდი სისულელე იყო, ვიდრე ადამიანების მიერ სიყვარულის გამო ჩადენილი სისულელეები.


აინშტაინი გრავიტაციაზე მუშაობდა დაახლოებით 15 წელი, ფიზიკა მისი გატაცება იყო და ის ამისთვის ცხოვრობდა. შეიძლება კიდეც ეტკინა, როდესაც ვიღაც ასეთ სისულელეებს წერს გრავიტაციაზე, რასაც მან დაუთმო მისი ცხოვრების დიდი ნაწილი, ან სულაც ჩათვალა, რომ ეს იყო მისი დაცინვა.


აინშტაინის ციტატა: „შეყვარებაში გრავიტაციას ვერ დაადანაშაულებ“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არამეცნიერული გამონათქვამია. სავარაუდოა, რომ ამ კონტექსტში „გრავიტაცია“ არ არის მეცნიერული ცნება, არამედ მეტაფორა იმ ძალების აღსანიშნად, რომლებიც მართავენ ადამიანის ემოციებსა და რომანიულ ურთიერთობებს. არსებითად, აინშტაინი ამბობს, რომ სიყვარული არის ბუნებრივი და ძლიერი ძალა, რომლის გაკონტროლება ვინმეს ან რაიმეს არ შეუძლია და ამაში არც არავის და არაფრის დადანაშაულება არ შეიძლება.


თანამედროვე ფიზიკის მამა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ღრმა მოაზროვნე - ეს იმ ეპითეტების მოკლე ჩამონათვალია, რომლებითაც ალბერტ აინშტაინი შეგვიძლია შევამკოთ. უდიდესი ფიზიკოს-თეორეტიკოსი ცნობილია თავისი დიდი სამეცნიერო წვლილით, რომელიც შეიტანა ფიზიკის სფეროში. თუმცა ის ასევე ცნობილი იყო მისი მახვილგონივრული და დამაფიქრებელი გამონათქვამებით.


გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


„ჩვენ საკმარისი ჭკუა მოგვეცა იმისათვის, რომ ცხადად დავინახოთ რამდენად არაადექვატური შეიძლება იყოს ეს ჭკუა მაშინ, როდესაც არსებულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. თუ ყველა ადამიანს თავმდაბლობა შეეძლება, მაშინ ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო უფრო მიმზიდველი გახდება.“


„ოდითგანვე ადამიანის ქმედებებს ან შიში ან მისი სისულელე განსაზღვრავს“.


”გემი ყოველთვის უსაფრთხოა ნაპირზე, მაგრამ ეს ის არ არის, რისთვისაც ის არის აგებული.”


„ეცადე, გახდე არა წარმატებული, არამედ ღირებული.“


"შენ არასოდეს მარცხდები, ვიდრე არ შეწყვეტ მცდელობას."


„მეცნიერება სხვა არაფერია, გარდა ყოველდღიური აზროვნების გაუმჯობესებისა.“


„მნიშვნელოვანი მიღწევები მხოლოდ მაშინ ჩნდება საზოგადოებაში, როდესაც ის ინდივიდის თავისუფალი განვითარების საშუალებას ქმნის.“


"ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახალი."


„ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი უსაზღვრო.“


"კრეატიულობა არის ინტელექტით გართობა."


„ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს ხეზე ასვლის უნარით შეაფასებთ, ის მთელი ცხოვრება იცხოვრებს განცდით, რომ სულელია."


„ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად, უნდა განაგრძოთ მოძრაობა.”


"სირთულის შუაგულში არის შესაძლებლობა."


„სიყვარულს უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე განშორებას ტკივილი.“


„ზუსტად არ ვიცი, რომელი იარაღები გამოიყენება მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე მსოფლიო ომში აუცილებლად გამოიყენებენ ქვებს და ჯოხებს.“


„კაცობრიობამ გამოიგონა ატომური ბომბი, მაშინ, როდესაც არც ერთი თაგვი არ ააშენებდა თაგვების ხაფანგს.“

„პრობლემები არასოდეს მოგვარდება მათი შემქმნელების ლოგიკით.“


„მინდა ვიცოდე ღმერთის აზრები, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ დეტალებია.“


”ჩვენი მისწრაფებებისა და განსჯის უმაღლესი პრინციპები მოცემულია ებრაულ-ქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციაში.”


”ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე, მაგრამ მე ჯერ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული სამყაროს შესახებ.”


„სუსტი ადამიანები შურს იძიებენ. ძლიერიები პატიობენ. ინტელექტუალურები კი იგნორირებენ.”


„მთავარია, კითხვების დასმა არ შეწყვიტოთ. სამყაროში ცნობისმოყვარეობა კონკრეტული მიზეზების გამო არსებობს. მას, როგორც ცალკე განყენებულს, დახმარება არ შეუძლია, თუმცა მოქმედებაში მოყვანილს შეუძლია განჭვრიტოს სამყაროსა და ცხოვრების საიდუმლოებანი, რეალობის საიდუმლო სტრუქტურა. საკმარისია ყოველ დღე, მცირედი მცდელობა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.“


”არსებობს მხოლოდ ორი გზა, რომ იცხოვრო შენი ცხოვრებით. ერთი - თითქოს არაფერია სასწაული. მეორე - თითქოს ყველაფერი სასწაულია“.


”დიდი პიროვნებები ყოველთვის ხვდებოდნენ უღიმღამო გონების ძალადობრივ წინააღმდეგობას.”


”სამყარო სახიფათო ადგილია საცხოვრებლად, არა იმ ადამიანების გამო, რომლებიც ბოროტები არიან, არამედ იმ ადამიანების გამო, რომლებიც არაფერს იღონებენ ამისთვის.”


"მირჩევნია ვიყო ოპტიმისტი და სულელი, ვიდრე პესიმისტი და მართალი."


"შავი ხვრელები არის იქ, სადაც ღმერთი იყოფა ნულზე."


”რეალობა მხოლოდ ილუზიაა, თუმცა ძალიან დაჟინებული.”


აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0