სხვა დაფნა, როგორც დაცვის და გამარჯვების სიმბოლო 6 იანვარი, 10:40 დაფნის გვირგვინის ისტორია დაფნის ხე, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Laurus nobilis , არის დიდი ბუჩქი მწვანე, გლუვი, სურნელოვანი ფოთლებით, მშობლიური ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ძველ საბერძნეთში ის აპოლონისადმი მიძღვნილი სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო მოგვიანებით რომაელებმა მიიღეს ტრიუმფის აღმნიშვნელ სიმბოლოდ. დაფნის გვირგვინი გამოიყენებოდა სხვადასხვა სახით მრავალ ძველ რომაულ და ბერძნულ მითში. აპოლონისა და დაფნის შესახებ ბერძნულ მითოსში დაფნა განასახიერებდა უპასუხო სიყვარულს. ამბობენ, რომ აპოლონს შეუყვარდა დაფნე, ნიმფა, რომელიც მის მიმართ იგივეს არ გრძნობდა, ამიტომ იგი დაფნის ხედ გადაიქცა, გაქცევის მიზნით. მწუხარების დასაძლევად აპოლონმა დაფნის ხის ფოთლები დაკრიფა და მას გვირგვინად ატარებდა. უძველესი პითიური თამაშები, სპორტული ფესტივალებისა და მუსიკალური შეჯიბრებების სერია, ტარდებოდა აპოლონის, როგორც მუსიკის, პოეზიისა და სპორტის ღმერთის პატივსაცემად და გამარჯვებულების კურთხევა დაფნის გვირგვინით ხდებოდა. პითიური თამაშები უძველესი პანელინური კომპლექსური შეჯიბრების სახელწოდებაა. იმართებოდა დელფოში 9 წელიწადში ერთხელ, ძვ. წ. 582 წლიდან - 4 წელიწადში ერთხელ, ოლიმპიადებს შორის. გადმოცემის თანახმად, პითიური თამაშები დააფუძნა აპოლონმა, საშინელი გველის, პითონის მოკვლის შემდეგ. თავდაპირველად შეჯიბრება ტარდებოდა მუსიკასა და პოეზიაში, მოგვიანებით თამაშების პროგრამაში შეიტანეს ფლეიტის დაკვრა და ათლეტური შეჯიბრებები, ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად. გამარჯვებულებს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით. დაფნის გვირგვინის მნიშვნელობა და სიმბოლიკა დაფნის გვირგვინის სხვადასხვა მნიშვნელობის მაგალითები მრავლადაა ისტორიის მანძილზე:
დაფნის გვირგვინი თანამედროვე დროში დაფნის გვირგვინი დღესაც ცოცხალი და აქტუალურია, ის ყველგანაა გავრცელებული. მსოფლიოს ზოგან კურსდამთავრებულებს დაფნის გვირგვინით ამკობენ. ის გამოიყენება როგორც გამარჯვების სიმბოლო, აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით. დაფნის მოტივი ასევე აღბეჭდილია თანამედროვე ოლიმპიურ ოქროს მედლებზე და ჩვეულებრივ გამოიყენება თანამედროვე ლოგოებსა და ჰერალდიკაში. მოდისა და სამკაულების დიზაინში ის ასევე წარმოდგენილია თავსაბურავებიდან საყურეებამდე, ყელსაბამებში, სამაჯურებსა თუ ბეჭდებში. ზოგი იყენებს დაფნის გვირგვინის რეალისტურ გამოსახულებას ვერცხლში ან ოქროში, ზოგი კი ძვირფასი ქვებით არის მორთული. იმის გამო, რომ დაფნის გვირგვინის ამსახველი ნივთები გამარჯვებასთან, წარმატებასთან და მიღწევასთან ასოცირდება, მოტივი სიმბოლურ საჩუქრებშიც აისახება, როგორც წინსვლის, სირთულის დაძლევის აღმნიშვნელი სიმბოლო. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დეკორატიულ ნივთებში, სუვენირებში ან მოდის დიზაინში. დღეს დაფნის გვირგვინი ტატუს პოპულარული სიმბოლოა, წარმატებასთან და ტრიუმფთან ასოციაციის გამო. ის შეიძლება ასევე მივიჩნიოთ საკუთარ თავზე და მანკიერებებზე გამარჯვების სიმბოლოდ. სინოფსისი დაფნა არის ბუჩქი, რომელიც ტრადიციულად გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. მას, როგორც მცენარეს, აქვს ტკბილი, პიკანტური სურნელი და გამოიყენება კვებით მრეწველობაში, როგორც სუნელი. დაფნას დიდი ისტორია აქვს.ძველ დროში მისგან გვირგვინებს ქსოვდნენ, რომლებიც ძველ საბერძნეთში სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვეულების თავის შესამკობად გამოიყენებოდა. დაფნის გვირგვინს, რომელიც მზადდებოდა დაფნის მცენარის გადახლართული რტოებისგან და ფოთლებისგან, ატარებდნენ იმპერატორები, თავიანთი იმპერიული ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ნიშნად. იგი არსებობდა ათასწლეულების განმავლობაში და დღემდე გამოიყენება, როგორც ძველი რომის ამსახველი ერთ-ერთი სიმბოლო. დაფნას განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველ ბერძნულ და რომაულ კულტურებში და მისი სიმბოლიზმი დღემდე შემორჩენილია თანამედროვე ცხოვრებაში. მისი ლათინური სახელწოდებიდან (Laurus) წარმოიშვა სიტყვა „ლაურეატი“, ანუ ის, ვისაც გარკვეული მიღწევების გამო რაიმე ჯილდო გადაეცემა თანამედროვე ეპოქაში. მიუხედავად იმისა, წარმოდგენილია ის ფოთლებსა თუ ძვირფას მასალაში, დაფნა რჩება პატივისა და გამარჯვების სიმბოლოდ და მას თავისი ადგილი უჭირავს თანამედროვე დიზაინშიც. ხოლო ეზოთერიკოსებს დღემდე სწამთ და გვირჩევენ, რომ გავითვალისწინოთ მისი აპოტროპეული თვისებები და გამოვიყენოთ დაფნა ბოროტი ენერგეტიკისგან დამცავ საშუალებად. ამ მიზნით ზოგიერთი დაფნის ფოთლებს წვავს და მოატარებენ სახლში, ზოგი კი საახალწლო სუფრას რთავს დაფნის ლამაზი ფოთლებით ან რტოებით. საკვებში კი იგი მისი არომატული თვისებების გამო გამოიყენება. ის გამოირჩევა როგორც გემოვნური, ისე სამკურნალო თვისებებით. დაფნა კარგია სახსრებში ტკივილის მოსახსნელად, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და წონის კლებისთვის. მისი ნაყენი ამცირებს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს. დაფნაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დაფნის ზეთი ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ებრძვის დაჭიმულობასა, ართრიტს, რევმატიზმს. თავის ტკივილისა და შაკიკის დროს დაფნის ზეთს შეიზელენ საფეთქლებზე და დაიმასაჟებენ. ფიტოელემენტები, რომლებსაც ეს მცენარე მრავლად შეიცავს, ამცირებს გულის შეტევის რისკს და ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე დამამშვიდებელ საშუალებად უძილობის დროს. დაფნის ნაყენს გამოიყენებენ გაცივების დროს. დაფნა ქალურ პრობლემებსაც უმკლავდება, მისი ნახარში თირკმლის ანთებისა და კენჭების სამკურნალოდაც გამოიყენება, ხოლო ქალბატონები მის ნიღბებს კანის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღებისთვისაც იყენებენ. ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დაფნის ჩაი შესანიშნავი საშუალებაა მეტეორიზმის, ყაბზობისა და გულძმარვის დროს. 68 1-ს მოსწონს
|