მსოფლიო ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის იახტაზე გადაღებულმა პიკანტურმა ფოტოებმა ინტერნეტქსელი დაიპყრო 2023, 10 სექტემბერი, 11:11 ![]() საფრანგეთის რესპუბლიკის 23-ე პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავისი მშვენიერი მეუღლის, 55 წლის კარლა ბრუნის გარემოცვაში თავისუფლებით ტკბება. პაპარაცებმა სუპერმოდელი და 68 წლის საფრანგეთის ყოფილი ლიდერი მათი მეგობრის, ცნობილი ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის კრისტიან კლავიერის პატარა იახტაზე დასვენებისას დააფიქსირეს. ფოტოგრაფებმა წყვილს პიკანტური კადრები გადაუღეს, რომელიც ინტერნეტქსელში სულ რამდენიმე საათში ვირუსივით გავრცელდა.![]() შეგახსენებთ, რომ სარკოზიმ და ბრუნიმ ურთიერთობა ოფიციალურად 2008 წელს დააკანონეს, თუმცა წყვილის ირგვლივ აჟიოტაჟი დღემდე არ ცხრება. ცნობილი წყვილი საერთო ქალიშვილს, ჯულიას ზრდის, რომელიც 11 წლისაა.![]() პაპარაცებმა კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი მაშინ "გამოიჭირეს" როდესაც წყვილი კუნძულებს იბიცასა და ფორმენტერას შორის საზღვაო გასეირნებაში გაემგზავრა.![]() საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი იახტიდან წყალში მაშინ ხტებოდა, როდესაც სუპერმოდელი მაისურითა და მოკლე ჯინსის შორტით მზეს ეფიცხებოდა და ირუჯებოდა.სარკოზის საზღვარგარეთ გამოჩენამ ბევრი გააკვირვა, რადგან გასული წლის სექტემბერში ექს-პრეზიდენტს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა. იმავე წლის მარტში მას კორუფციის საქმეზე კიდევ ერთწლიანი შინაპატიმრობაც შეეფარდა, თუმცა საფრანგეთში ის საზოგადოების წინაშე პირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც პარიზში "Bvlgari"-ს ბრენდის პრეზენტაციაზე მეუღლეს, კარლა ბრუნის თან ახლდა.![]() ![]() ![]() ![]() ![]() 485 შეფასება არ არის |