x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა
image


"არსებობს ორი რამ, რაც ოთახის დიზაინს მარადიულს ხდის: ისტორიის განცდა და მომავლის ნაწილი, " ამბობს შარლოტა მოსი, არაერთი ჯილდოს მფლობელი ინტერიერის დიზაინერი. სამზარეულოს დიზაინის ტენდენციები მზარდია და შეგვიძლია ვიხილოთ წარსულისა და მომავლის ფანტასტიური სინთეზი. უხეში სტილი ერევა თანამედროვეს და ა. შ. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ მარადიულ ტენდენციებზე, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თეთრი და ხის სამზარეულო. ფიქრობთ რომ მოსაწყენია? თუმცა, ჩვენ კი გეტყვით რომ ეს საოცრად ტრენდულია! ასე რომ, წარმოგიდგენთ წარმოუდგენლად მოდურ და ამავდროულად პრაქტიკული დიზაინის ნიმუშებს რეტრო და ფუტურისტული ელემენტების ნაზავით, რის შედეგადაც ვიღებთ ლამაზად გაფორმებულ სივრცეს.


image


კომფორტი, ორივე – ვიზუალური და ფიზიკური, მნიშვნელოვანია ყოველი ოთახისთვის. ასე რომ, სანამ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნობით, გადადგით ნაბიჯი უკან და საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ მოგეწონებათ ის ერთი-ორი წლის შემდეგ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამასთან, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ის ფერები რომელსაც აირჩევთ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე. იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ გქონდეთ თეთრი ოთახი ხის აქცენტებით, მაშინ სწორ ადგილას მოხვედით – ნება მოგვეცით მეგზურობა გაგიწიოთ საუკეთესო სახლის დეკორის ტენდენციებში!


მცენარეებით გაფორმება


image


უკვე გაქვთ თეთრი ფერის და ხის დიზაინის სამზარეულო, მაგრამ ფიქრობთ რომ მოსაყენად გამოიყურება? არ არის საჭირო მისი რადიკალურად შეცვლა! სჯობს დაუმატოთ რამდენიმე მცენარე ან დეკორატიული ელემენტი. ეს იაფი და მშვენიერია, სარგებელს მოუტანს თქვენს მენტალურ მდგომარეობას და გაწმენდს ჰაერს. ამას ხომ ამდენი პოზიტივი აქვს! ჩამოკიდეთ მცენარეები ჭერიდან, დარგეთ ლამაზი ჰორტენზია ორიგინალურ ქოთანში ან მოძებნეთ ისეთი იღბლიანი მცენარე, როგორიცაა ფულის ხე, კაუჩუკის ფიკუსი ან ნეფრიტის მცენარე.


უხეში სტილი ინტერიერის დიზაინში

image


იცით რომ რაც მოდური იყო 20 წლის წინ, კვლავ ტრენდული გახდა დღეს? ეს ნიშნავს რეტრო ფუტურიზმი, პროვანსული სამზარეულოები, ტოსკანური სტილი და არტ-დეკორის სამზარეულოები ფურორით დაბრუნდა! შთაგონებისთვის თვალი გადაავლეთ პატარა სახლების დიზაინს – გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიურობით. ძველი ხის მასალა, დიდი ნიჟარა, უხეში სტილი, მცენარეები და მწვანილი ყველგან... ეს ოცნებასავითაა!


წინსაფარი ხით გაფორმებული თეთრი ფერის სამზარეულოსთვის


image


ვფიქრობთ, ზოგიერთებს არ მოსწონთ სამზარეულოში თეთრი კედლების არსებობა, სადაც საჭმლის მზადების პროცესში შეიძლება რამე მიესხუროს და ადვილად გაჭუჭყიანდეს. ამის გამო ნუ იღელვებთ! გიფიქრიათ სამზარეულოს წინსაფარზე? თვალი გადაავლეთ მოდურ ფერებსა და ნიმუშებს, შეარჩიეთ თქვენი ინტერიერის და გემოვნებისთვის შესაფერისი. რა უპირატესობას ფლობს სამზარეულოს წინსაფარი? მარტივია გასაწმენდად, გამოიყურება ტრენდულად და ქმნის კოტრასტს. ასე რომ, ვინც თავს არიდებს მონოქრომულობას – ამ გზით შეგიძლიათ ცოტაოდენი ფერები დაუმატოთ თქვენს სამზარეულოს.


ფერების შერევა

image


მხოლოდ ორი ფერის არსებობა ოთახში შესაძლოა მიმზიდველად არ მოგეჩვენოთ. მოგეხსენებათ, ხე მხოლოდ ყავისფერი არ არის – სხვადასხვა ფერისაა, ასე რომ შეღებეთ კარადები ლურჯად და შეარჩიეთ შესაფერისი სამზარეულოს წინსაფარი. შედეგად მიიღებთ პრაქტიკულ, ფუნქციონალურ, სასიამოვნო და მშვენიერ სივრცეს!


სამზარეულოს კუნძული

image


რა არის სამზარეულო დიდი დახლის გარეშე? თეთრი, მონოქრომული დიზაინი შესაძლოა მოსაწყენი იყოს. ხის დამატება კი იდეალური კომბინაციაა. თუმცა, მარმარილოს გამოყენება კუნძულის ზედაპირისთვის უფრო სრულყოფილს გახდის მას. რა თქმა უნდა, მარმარილო, კვარცი და გრანიტი მიიჩნევა ყველაზე გამძლე მასალად, თუმცა, საკმაოდ ძვირია. თუ სამზარეულოს განახლება დიდი დანახარჯის გარეშე გსურთ, ზედაპირისთვის გირჩევთ ლამინირებულ დსპ-ს, რომელიც შეიძლება იყოს ხის, მარმარილოს ან ნებისმიერი მასალის იმიტაცია, რომელსაც მოისურვებთ, რაც უფრო ეკონომიურია.


1.

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

image21.

image22.

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image28.

image29.

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image35.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?


რემონტამდე და რემონის მერე – 55 პრაქტიკული იდეა


იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა


55 არაჩვეულებრივი იდეა ბაღის და ეზოს მოსაწყობად (ნაწილი II)


რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


ბაღების და ეზოების მოწყობა ხრეშის გამოყენებით – 80 პრაქტიკული იდეა


ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი


1
422
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
422
  
2023, 28 სექტემბერი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1