x
image
Yoona
Mediator image
მუსიკიდან მედიცინამდე: 40 წლამდე ასაკის უმდიდრესი 11 თვითშემდგარი ქალი „ფორბსის“ რეიტინგით
ცოტა ხნის წინ Forbes-მა შეადგინა აშშ-ს უმდიდრესი ქალების სია, რომელთა შორის მხოლოდ 11 იყო 40 წლამდე. ახალგაზრდა მილიონერები ფულს შოულობენ სხვადასხვა სფეროში: მედიცინა, პროგრამული უზრუნველყოფა, კოსმეტიკის ბიზნესი და ა.შ.


image


ბევრი მათგანი საზოგადოების პრობლემებით არის დაკავებული, მაგალითად, საავადმყოფოებში პერსონალის ნაკლებობით, სხვები ავსებენ შემოქმედებითი მიღწევების თაროებს. ყველა ამ ქალს საერთო აქვთ ის, რომ წარმატებას დამოუკიდებელი შრომით და ამბიციური ბუნებით მიაღწიეს.


გაიცანით ქალები, რომლებიც 2023 წელს Forbes-ის სიაში მოხვდნენ.


მე–11 ადგილი (Forbes-ის სიაში 92-ე ადგილი) – ჯულია ჩიკი


image

ასაკი: 39 წლის

ქონება: 260 მილიონი დოლარი

ჯულია ჩიკმა დააფუძნა კომპანია Everly Health, რომელიც ყიდის ტესტებს დაავადებების საკონტროლოდ (პანდემიის დროს მაქსიმალური მოგება მიიღო).



მე–10 ადგილი (Forbes-ის სიაში 84-ე ადგილი) – რეიჩელ რომერი

image

ასაკი: 34 წლის

ქონება: 320 მილიონი დოლარი

რეიჩელ რომერი არის საგანმანათლებლო პლატფორმის Guild Education დამფუძნებელი. სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს ახალი პროფესიული უნარების შესწავლაში და კოლეჯის დიპლომის მიღებაში ეხმარება.



მე–9 ადგილი (Forbes-ის სიაში 77-ე ადგილი) – იმან აბუზეიდი

image

ასაკი: 38 წლის

ქონება: 350 მილიონი დოლარი

კომპანიის Incredible Health თანადამფუძნებელი, რომელიც საავადმყოფოებში პერსონალის დეფიციტის პრობლემებს აგვარებს.



მე–8 ადგილი (Forbes-ის სიაში 76-ე ადგილი) – ლუსი კუო

image

ასაკი: 28 წლის

ქონება: 360 მილიონი დოლარი

2022 წელს ლუსიმ გამოუშვა web3 პლატფორმა კონტენტის Passes შემქმნელებისთვის, რომელიც გახდა სხვა პოპულარული პლატფორმის Patreon კონკურენტი.



მე–7 ადგილი (Forbes-ის სიაში 71-ე ადგილი) – კრისტინა კაჩიოპო

image

ასაკი: 35 წლის

ქონება: 385 მილიონი დოლარი

კრისტინა დიდხანს ოცნებობდა რაღაც თავისის შექმნაზე. მისმა ბიზნესმა რამდენჯერმე მარცხი განიცადა. საბოლოოდ გახდა უსაფრთხოების სფეროში სპეციალიზირებული კომპანიის თანადამფუძნებელი. ამჟამად აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.



მე–6 ადგილი (Forbes-ის სიაში 66-ე ადგილი) – ჰუდა კატანი

image

ასაკი: 39 წლის

ქონება: 400 მილიონი დოლარი

კოსმეტიკური კომპანიის Huda Beauty-ის დამფუძნებელი. წარმოშობით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაა, ცხოვრობს ამერიკაში.



მე–5 ადგილი (Forbes-ის სიაში 52-ე ადგილი) – უიტნი ვულფ ჰერდი

image

ასაკი: 33 წლის

ქონება: 510 მილიონი დოლარი

მისი გაცნობის აპლიკაცია Bumble კონკურენტებისგან განსხვავდება იმით, რომ მხოლოდ გოგოებს შეუძლიათ პირველი ნაბიჯის გადადგმა.



მე–4 ადგილი (Forbes-ის სიაში 50-ე ადგილი) – ნეჰა ნარკჰედე

image

ასაკი: 38 წლის

ქონება: 520 მილიონი დოლარი

რისკის შეფასების პლატფორმის დამაარსებელი.



მე–3 ადგილი (Forbes-ის სიაში 38-ე ადგილი) – კაილი ჯენერი

image

ასაკი: 25 წლის

ქონება: 680 მილიონი დოლარი

ზედიზედ ექვსი წელია კოსმეტიკური კომპანიის Kylie Cosmetics დამფუძნებელი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერების ათეულშია.



მე–2 ადგილი (Forbes-ის სიაში 34-ე ადგილი) – ტეილორ სვიფტი

image

ასაკი: 33 წლის

ქონება: 740 მილიონი დოლარი

პოპ მომღერლის ბოლო ტურნემ Eras დიდი მოგება მოიტანა (მხოლოდ ერთ დღეში გაიყიდა 2 მილიონი ბილეთი), ისევე როგორც ალბომმა Midnights (2022).



1–ელი ადგილი (Forbes-ის სიაში მე-20 ადგილი) – რიანა

image

ასაკი: 35 წლის

ქონება: 1, 4 მილიარდი დოლარი

მომღერალი წილს ფლობს კომპანიაში Fenty Beauty, რომელიც კოსმეტიკურ ხაზზე მუშაობს. ასევე მოიპოვა წარმატება და მოგება ბრენდებთან მუშაობით, 2022 წლის ფილმის Black Panther: Wakanda Forever საუნდტრეკით (ოსკარის ნომინაცია საუკეთესო სიმღერისთვის) და Savage x Fenty (ქვედა საცვლების მწარმოებელი) აქციებით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ტოპ 10 უმდიდრესი სუპერმოდელი, რომელთა შემოსავალიც გაიძულებთ თქვათ: „ვაუ“

2. როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე"

3. გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

4. წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

5. კომპანია Birkenstock-ის ისტორია, რომლის ორთოპედიული ჩუსტები ჯერ ჰიპებმა შეიყვარეს, მოგვიანებით – მთელმა სამყარომ

6. ერთი შეცდომა, რომლის გამოც Kodak გაკოტრდა

7. ბიზნესმენმა შექმნა მაღაზია, სადაც საქონელი დროით შეგიძლიათ შეიძინოთ

8. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი?

9. ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

10. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
235