x
image
თუთიკო ბერძენა
სიყვარული - ერთი სიტყვა და ორი გაგება...
image
ორაგულს სჯეროდა სიყვარულის. ის ძალიან რომანტიკული თევზი იყო. ერთ დღესაც მებადურმა დაიჭირა იგი. მაგრამ ორაგულს იმედი მისცა მებადურის ჩალაპარაკებამ, რომ მეწაღეს ძალიან უყვარს ორაგული და კარგ ფასად იყიდის... ორაგული მიიტანა მეწაღესთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ძალიან, ძალიან უყვარს იგი!

თევზს ეგონა, რომ გადარჩა. ბოლოს და ბოლოს, მეწაღეს უყვარს იგი! და ამ სიყვარულზე ხმამაღლაც კი საუბრობენ! რა მაგარია!!!

მაგრამ მეწაღემ ორაგულის შეწვა ბრძანა... რადგან მას ძალიან უყვარდა ორაგული.

ზუსტად იგივეა ადამიანებთან მიმართებით. სიტყვა სიყვარული ერთია, მაგრამ ორი გაგებით: ერთი ნიშნავს ერთგულებას, ნდობას, მხარდაჭერას, გაგებას. მეორე კი -
1 დაჭერის,
2. გაფცქვნის,
3.გამოშიგვნის,
4. გარეცხვის,
5.დამარილების,
6.შეწვისა და
7. შეჭმის შესაძლებლობას.
შემდეგ კი შეუძლიათ დაიჭირონ ან იყიდონ ახალი ორაგული, ეს არ არის რთული.

მსოფლიოში ბევრი თევზია, ვისაც სჯერა სიყვარულისა და სიტყვების, რომ იგი უყვართ. ზეციდან გადმოჰკიდებენ ოცნების კოშკებს, იმედოვნებენ და ელოდებიან, ელოდებიან სიტყვას: "მიყვარხარ!" და როცა უკვე ძალიან გვიანია, ხვდებიან, რომ ყველა საკუთარ მნიშვნელობას დებს ამ სიტყვაში.

მეწაღის სიყვარული ორაგულის მიმართ სიყვარული არ არის. ეს კარგი მადაა, მეტი არაფერი!
1
75
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
75
  
2023, 9 სექტემბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1