x
image
თუთიკო ბერძენა
მამაკაცის გულის საიდუმლო გასაღების მფლობელები. რაში იყო მათი მაგიურობა


image
მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქალი, რომლებიც ფლობდნენ მამაკაცების სიყვარულით შეპყრობა-დაპყრობის ხელოვნებას. ერთ დროს ყველა მამაკაცი მათზე ოცნებობდა, ახლა კი ყველა ქალს აინტერესებს, გაარკვიონ მათი მიზიდულობის საიდუმლოებები.
და მაინც რა საიდუმლოებებს ფლობდნენ ეს საბედისწრეო ქალები?

კლეოპატრა

მისი რჩეულები იყვნენ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცები იულიუს კეისარი და ანტონიუსი.

ეს ხომ ორი განსხვავებული ადამიანია? ერთი სახელმწიფოს მეთაური და მეორე- დიდი მეომარი! როგორ შეიძლებოდა მათ ერთი ქალი შეყვარებოდათ?
image

კლეოპატრა ორივე მათგანთან სხვადასხვანაირი იყო. კეისარი მას ხედავდა, როგორც ძალიან განათლებულ ქალს, საოცარი ინტელექტით. იგი თავისუფლად ესაუბრებოდა მას პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე და ბევრ სხვა "არაქალურ" თემაზე.

ანტონიუსთან კი კლეოპატრა იყო მგზნებარე ავაზა, რომელიც ბარიერებს არ სცნობდა, არც საწოლში. მან ანტონიუსს დაავიწყა ცოლიც, ქვეყნის ინტერესებიც, თავიც. როდესაცანტონიუსი ამბობდა, რომ მას არაფერი გაუკვირდებოდა, კლეო ყოველთვის პოულობდა რაღაც ისეთს, რითაც მის უზარმაზარ გაოცებას იწვევდა.


მარკიზა დე პომპადური

კიდევ ერთი ქალი, რომლის გარეშეც საფრანგეთის ისტორია წარმოუდგენელია, მარკიზა დე პომპადურია, ლუი XV- ის საყვარელი და უპირობო ფავორიტი. ის ძალიან მიმზიდველი ქალი იყო და ბევრი რამ იცოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხიბლა მამაკაცი. მისი ამოცანა საკმაოდ რთული იყო, რადგან მისი სამიზნე ალიან ბრაზიანი კაცი იყო, რომელსაც მუდმივად ათზე მეტი მომხიბლავი ქალი ერტყა ირგვლივ.

image

მისი მთავარი კოზირი იყო ის, რომ იგი მუდმივად, ფაქტიურად ყოველდღე, სხვადასხვა სახით გამოდიოდა მის წინაშე. ამავე დროს, ყოველი შემდეგი "როლის" დროს ის იცვლიდა არა მხოლოდ გარეგნობას (სოფლის გოგონას, მწყემსის ტანსაცმლის ჩაცმა და ა.შ.), არამედ მეტყველებას, ქცევას, მანერებს. გარდა ამისა, მას შეეძლო საინტერესო ხუმრობების მოყოლა, სიმღერების შესრულება და სხვა.


მეფესთან ინტიმური ურთიერთობის დასრულების შემდეგაც იგი რჩებოდა მის გვერდით, იყო შუდარებელი მეგობარი და ახლო მრჩეველი.


ნინონ დე ლანკლო

ნინონ დე ლანკლოსი ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი კურტიზანტი და მარკიზა დე პომპადურის თანამედროვეა. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნა მიმზიდველობა. 82 წლის ასაკშიც კი, როცა კვდებოდა, იყო ძალიან ლამაზი, მოვლილი და სასურველი იყო.

image

მან საკუთარი სალონი, სადაც დაიწყო საინტერესო საუბრების წარმართვა. სალონში იკრიბებოდნენ ცნობილი პოეტები, მწერლები, მხატვრები და არისტოკრატები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ლიტერატურასა და პოეზიაზე საუბრით. 70 წლის ასაკშიც კი ნინონს ჰყავდა საყვარლები, რომლებიც აღტაცებით საუბრობდნენ მასთან გატარებულ ღამეებზე. ასე რომ, მისი ხიბლის საიდუმლო სილამაზე, მოვლილობა და საუბრის ხელოვნება იყო.


ლილია ბრიკი

image

ლილია იყო ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა. ამ ქალმა შთააგონა ახალგაზრდა პოეტი. ლილია აღაფრთოვანებდა ყველა გარშემო მყოფ მამაკაცს. იგი ისე ახლოს იცნობდა ივ-სენ-ლორანს, რომ ეს უკანასკნელი აღტაცებიუთ საუბრობდა მასზე, როგორც "ტანჯვის მჩუქებელ" ქალზე. ლილია ბრიკი გამოირჩეოდა თავისუფლი აზროვნებით, თამამი საქციელით. ეს იყო ქალი, რომელსაც არაფრის რცხვენოდა. ის ყოველთვის ლამაზად იმოსებოდა და იცოდა, რაზე ესაუბრა მამაკაცებთან.


მერლინ მონრო
image


მერლინ მონრო - ქალი, რომელმაც შეეძლო პლანეტის თითქმის ყველა მამაკაცის დაპყრობა და პირველი, რითაც ის ცნობილი გახდა, ეს იყო განუმეორებელი სახის შექმნა. მას ჰქონდა სილამაზის საკუთარი იდეალი და ცდილობდა ამიდეალთან დაახლოებას. მონრომ ბევრი ეშმაკური ხრიკი იცოდა, როგორ გაევლო მაცდურად, როგორი ბგერები ამოეშვა პირიდან და როგორ შეეხედა მამაკაცისთვის გამომწვევად. მან განსაკუთრებული ინტერესიც კი გამოავლინა ადამიანის ანატომიის მიმართ, რათა ესწავლა უნაკლო მაკიაჟის გაკეთება.


როგორც ხედავთ, ზემოჩამოთვლილ თითოეულ ქალს შეეძლო მამაკაცის მოხიბვლა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გონებით. ამიტომ, იმისთვის რომ გახდეთ ის, ვის წინაშეც ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელი ქედს იხრის, უნდა იყოს არამარტო მოვლილი, არამედ ჭკვიანიც.


მამაკაცის მოხიბვლა დღეს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით, ქართველის.
ამისთვის საჭიროა იყოთ მატერიალურად მდიდარი, გყავდეთ რამდენიმე ავტომანქანა, კარგი აპარტამენტები, ვილები, გეცვათ ძალიან გამომწვევად და მდიდრულად, რათა გააღვიძოთ მასში ფანტაზიები, როგორ ფუფუნებაში აღმოჩნდება ის თქვენ გვერდით, როგორ გადაგსვამთ ავტომანქანის საჭის სავარძლიდან გვერდით სავარძელზე და საჭესთან ადგილს დაიკავებს თვითონ. სულ მთლად ოპტიმალური ხართ მისთვის, თუ თანამდებობა გიჭირავთ და მასაც უცებ ბიძგს მისცემთ, აღმოჩნდეს რომელიმე თანამდებობაზე.
არასასიამოვნო წაწაკითხია, მაგრამ ასეა.

დიახ, ასეთი ქალები სჭირდებათ ცოლებად.

თუმცა ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ უკვე მადა ეხსნებათ და იწყებენ ნამდვილი სიყვარულის ფარულ ძიებს.
ნამდვილი მიზიდულობა ჩნდება იქ, სადაც ქალისგან მოთმინება, დახვეწილი კომუნიკაციის უნარი, ბუნებრიობა, ქალურობა, სითბო, სინაზე, სიმშვიდე, იუმორის გრძნობა, წესიერება, გახსნილობა. თუმცა შიგა და შიგ საჭიროა ქალი გადაიქცეს კაპას, პრეტენზიულ არსებადაც, თუმცა მხოლოდ დროებით და უნდა შეძლოს ამ არსების დროული გამორთვაც საკუთარ თავში. და ამ ხანმოკლე მრისხანების დროსაც ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ გამარჯვებული ყოველთვის კაცი უნდა იყოს.

ბევრი ქალი მამაკაცის ყურადღების მოსაზიდად უშვებს ერთ უზარმაზარ შეცდომას - ისინი თითქმის მთელ თავისუფალ დროს უთმობენ გარეგანი იმიჯის გაუმჯობესებას და ავიწყდებათ საკუთარი შინაგანი სამყარო და ინტელექტუალური პროგრესი. მითია, რომ ჭკვიანი ქალი არ მოწონს მამაკაცს. პირიქით, ჭკვიანი ქალი იზიდავს მათ, მაგრამ ქალს უნდა ეჭიროს პოზა, რომ მამაკაცი მასზე - ასეთ ჭკვიან და ძლიერ ქალზე კიდევ უფრო მეტად ჭკვიანი და ძლიერია.

საჭიროა მამაკაცებმა თავიანთი მნიშვნელობა იგრძნონ. მაგალითად, ძალიან მოწონთ, როცა ქალი სთხოვთ რაიმეს გაკეთებას, მოტივირებულს იმით, რომ მამაკაცს მასზე უკეთ ესმის ეს კონკრეტული საკითხი. მამაკაცებს სურთ, რომ ქალის გვერდით ლომებად იგრძნონ თავი და არა უსარგებლო ქათამებად.

ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მამაკაცები ვერ იტანენ მოწყენილი სახეების ყურებას. აწუხებთ, რომ მათ გვერდით მყოფი ქალი უკმაყოფილოა. ამიტომ, ქალები უნდა შეეცადონ, იყონ მხიარულები. და თუ არსებობს პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ოპტიმიზმსა და სიხარულს ცხოვრებაში, ქალებმა ენერგია უნდა მიმართონ მათი გადაჭრისკენ და არა მწუხარებისკენ.

ქალებს უნდა ახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მამაკაცთან ურთიერთობაში კარგია გახსნილობა, თუმცა ამ "გულწრფელობის" დროსაც უნდა დარჩნენ ნამდვილ გამოცანად.

4
151
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
151
  
2021, 8 მარტი, 1:40
როგორ? თუ იღბალი და ბედისწერა განაგებს ჩვენს ცხოვრებას, მაშინ რაღა საჭიროა განკითხვის დღე? ეს ხომ უკვე აზრს კარგავს? თუ მიბმული ტროლეიბუსებივით დავდივართ წინასწარ განსაზღვრულ ტრაექტორიებზე, მაშინ პასუხი უნდა აგოს ბედნის მწერალმა ჩვენი ცხოვრებისთვის და არა ჩვენ :)
2021, 6 მარტი, 1:13
ყველაფერი მაინც იღბალზეა ;)
2021, 4 მარტი, 3:57
რჩევები ბოლოსკენ ზუსტია. კაცის ფსიქოლოგიაა სრული სიზუსტით
2021, 4 მარტი, 3:57
ვაა რა მართალია! დღეს ქალის სიმდიდრე აინტერესებთ კაცებს, ვიდრე სილამაზე ფიზიკური და სულიერი. მერე კი ეძებენ საყვარელ „არსებებს“ არ ასვენებთ გამჩენი :)
0 1 4