x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
3 გამოცანა, რომლებშიც ტრადიციული ლოგიკა ვერ დაეხმარებათ (პასუხები აქვს)

დეტექტიური ისტორიები ბევრს იმიტომ უყვარს, რომ მთავარი გმირი, რთული საქმის გამოძიებისას, ლოგიკის და დედუქციური აზროვნების სასწაულებს ავლენს. ახლა შეგიძლიათ თავი ასეთი დეტექტივის როლში წარმოიდგინოთ და იმის გაგებას შეეცადოთ, თუ რა ხდება ქვემოთ მოცემულ 3 ისტორიაში:


image


I. «თავხედი» ქერა


ქერა გოგონას მართვის მოწმობა თან არ ჰქონდა. ის რკინიგზის გადასასვლელთან არ გაჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ შლაგბაუმი დაშვებული იყო. შემდეგ, მან ყურადღება არ მიაქცია ცალმხრივი მოძრაობის საგზაო ნიშანს და საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა სვლა და მხოლოდ 3 სამი კვარტლის გავლის შემდეგ გაჩერდა.

ეს ყველაფერი პოლიციელის თვალწინ მოხდა, მაგრამ მას, გოგონას შეჩერება არც კი უცდია. რატომ?


II. თორის ხიდის საიდუმლო


არტურ კონან დოილის «თორის ხიდის საიდუმლოში», იდუმალი თვითმკვლელობის ისტორიის შესახებ არის მოთხრობილი: ხიდზე, რომელიც ორივე მხრიდან, ქვის მოაჯირით იყო შემოსაზღვრული, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გვამს ნატყვიარი საფეთქლის არეში ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე კი, იარაღი ნაპოვნი არ იყო. ძიებამ აჩვენა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. მაგრამ გაურკვეველია, როგორ მოახერხა ქალმა თავის მოკვლა და იარაღის მოშორება?


მატარებელი «მოჩვენება»


ერთ მონაკვეთზე, ორლიანდაგიანი რკინიგზა გვირაბში შედის და ერთლიანდაგიანით იცვლება. ასე, რომ, გვირაბში, 2 მატარებელი ერთმანეთის გვერდს ვერანაირად აუქცევს. თუმცა, ერთხელ ზაფხულში, გვირაბში ერთი მხრიდან, მატარებელი სრული სიჩქარით შევიდა და მეორე მხრიდან, სხვა მატარებელი, ასევე, სრული სიჩქარით... თუმცა, შეჯახება არ მომხდარა. რატომ?


image

პასუხები:


I. ამ გამოცანაში, ქერა გოგონას შესახებ, რომელმაც თითქოს, არაერთხელ დაარღვია საგზაო წესები, ნათქვამი არ არის, რომ ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. სიტყვა «მგზავრობაც» კი არ არის ნახსენები.

მაგრამ, აზრი იმის შესახებ, რომ ის ავტომობილს მართავდა, ადამიანების უმრავლესობას, გამოცანის პირველი ფრაზის წაკითხვის შემდეგ უჩნდება... და თუ ავტომობილთან დაკავშირებულ აზრს თავიდან მოვიცილებთ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხით მოსიარულე გოგონას საგზაო წესები არ დაურღვევია და პოლიციამ სწორედ ამიტომ არ გააჩერა ის.

II. მეორე გამოცანაში, შეიძლება ვერსიად, ცეცხლსასროლი იარაღის მოპარვა განვიხილოთ. მაგრამ ვისაც წიგნი აქვს წაკითხული, ალბათ ახსოვს, რომ იქ ქალი უფრო ეშმაკურად მოიქცა — მან პისტოლეტს ქვა მიაბა, რომ გასროლის შემდეგ, იარაღი წყალში ჩავარდნილიყო.

III. ისევე როგორც პირველ გამოცანაში, აქაც არ არის ნათქვამი, რომ მატარებლები გვირაბში ერთი და იმავე დროს შევიდნენ. ეს აზრი უმრავლესობას, გამოცანის წაკითხვის შემდეგ, თავისით უჩნდება. თუმცა, ფანტაზიას გასაქანს თუ არ მივცემთ და მხოლოდ გამოცანის პირობებით ვიხელმძღვანელებთ, ნათელი გახდება, რომ მატარებლები გვირაბში სხვადასხვა დროს შევიდნენ და იქ ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჟუკოვის ბინის ჩხრეკისას, ნივთი აღმოაჩინეს, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო...

* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?



0
425
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0