x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინა თქვა "მიაუ" – კოლექტიური სიგიჟის უცნაური ფაქტი

ეს ამბავი საფრანგეთში, ერთ–ერთ მონასტერში მოხდა. შუა საუკუნეებში, ბევრ ახალგაზრდა გოგონას მშობლები ან მეურვეები, მათი სურვილის წინააღმდეგ, მონასტერში აბარებდნენ, ცოდნის მისაღებად და მათი შემდგომი განვითარებისთვის.


image


გოგონების უმეტესობისთვის, ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება, ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით, მძიმე ფიზიკური მუშაობის ფონზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველდღიური რუტინის და მოსაწყენი ატმოსფეროს გამო, ბევრი გოგონა, საღ აზრს კარგავდა და მეტად უცნაურად იქცეოდა. მაგ., ისტორიამ ორი მეტად უცნაური შემთხვევა შემოგვინახა, რომლის მთავარი გმირები მონაზვნები იყვნენ:


image


პირველი უცნაურობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფრანგეთში მოხდა. ერთხელ, დედათა მონასტერი, მონაზონმა დაიკნავლა. მას სხვა გოგონებიც შეუერთდნენ და მათმა «მიაუმ», მონასტრის მშვიდი და ასკეტური ატმოსფერო შეცვალა... ბოლოს, გოგონები იქამდე მივიდნენ, რომ ყოველდღიურად, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დარბაზში იკრიბებოდნენ და გუნდურად კნაოდნენ. მათი ხმა, რა თქმა უნდა, ირგვლივ ყველას ესმოდა... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, კატების და განსაკუთრებით, შავი კატების მიმართ, მეტად უარყოფითი დამოკიდებულება იყო – მათ ბოროტი სულების მოკავშირეებად თვლიდნენ... და ამიტომ, შავებში შემოსილი მორჩილების ყოველდღიური «კონცერტების» შესახებ, ვისაც საჭირო იყო, იმას მოახსენეს და...


image


უჩვეულო კონცერტები მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მონასტრის კარიბჭესთან, რკინის წკეპლებით «შეიარაღებული» ჯარისკაცები დააყენა.

საფრანგეთის მეზობელ და არანაკლებად ქრისტიანულ გერმანიაში, XV საუკუნეში, ერთმა მონაზონმა, მოულოდნელად, მონასტრის სხვა მობინადრეებს დაუწყო კბენა. ისინი კი, საპასუხოდ, მხოლოდ თავდამსხმელს კი არა, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, სხვა მონაზვნებსაც კბენდნენ...


image


იმ დროს, ჭორის დონეზე, გავრცელდა ინფორმაცია, საქსონიისა და ბრანდენბურგის დედათა მონასტრებში, მონაზვნების უეცარი სიგიჟის და კბენის ინფექციის შესახებ... გარდა ამისა, ხმა გავრცელდა, რომ მსგავსი «ეპიდემია» ჰოლანდიის და რომის მონასტრებშიც იყო. როგორც კვლევამ აჩვენა, «კბენის» «ინფექციის» მთავარი მიზეზი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა იყო.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 4, თუ 90 ათასი წლის წინ? – როდის შეიქმნა ცივილიზაცია, რომელმაც პირამიდები ააშენა?

* ვინ იყო ჰიტლერის და II მსოფლიო ომის მთავარი სპონსორი?

* "ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა "სამი ვეშაპზე" დგას, სხვა ყველაფერი – მხოლოდ დანამატია"



0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0