ნამცხვრები 2 ნამცხვრის რეცეპტი "ზარმაცებისთვის" (ფენებს გაბრტყელება არ უნდა) 2023, 8 სექტემბერი, 15:42 ეს არის ორფენიანი ნამცხვარი, რომელსაც ადრე "ზ***–ის ღიმილს" ეძახდნენ. მაგრამ, დღეს ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა და მითუმეტეს, დაწერა არ შეიძლება. მართალია, ამ საკონდიტრო გემრიელობას, სახელი შეეცვალა, მაგრამ გემო იგივე დარჩა... ინგრედიენტები: კვერცხი — 5 ცალი შაქარი — 1 ჭიქა რძე — 1 ჭიქა მარგარინი — 150 გრ. კაკაო — 2 ს. კ. ვანილინი — 1 პაკეტი მარილი — 1 მწიკვი ფქვილი — 3 ჭიქა სოდა — 1 ჩ. კ. ძმარი — 1 ს. კ. მოხარშული შესქელებული რძე — 1 ქილა კარაქი — 100 გრ. კაკაო — 2 ს. კ. ნალექიანი ყავა — 1 ჩ. კ. ლიქიორი — 2 ს. კ. მომზადება: I. გაადნეთ მარგარინი და დატოვეთ გასაგრილებლად > ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და კაკაო > მარგარინი რომ გაგრილდება, ცალკე თასში, ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ მარგარინი და ვანილინი > მონაცვლეობით, თანდათანობით, შეათქვიფეთ ფქვილი და რძე (ცომი უნდა იყოს არაჟნისებრი) > მოათავსეთ თასი პოლიეთილენის პარკში და 20 წუთით, მაცივარში შედგით > მაცივრიდან რომ გამოიღებთ, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა და კარგად ათქვიფეთ > გაყავით ცომი 2 ნაწილად > გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფენები, ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე. II. კრემის მოსამზადებლად, ერთად ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე > დაუმატეთ კაკაო და ყავა და ისევ ათქვიფეთ > დაუმატეთ ლიქიორი. III. ნამცხვრის გაციებულ ფენებს ჩამოაჭერით კიდეები და დაფხვენით > ააწყეთ ნამცხვარი და ზემოდან ნაფხვენი მოაყარეთ. "მედოკი" არის ნამცხვარი, რომელიც ყველას უყვარს. გამოდგება ნებისმიერი ზეიმისთვის, ან უბრალოდ, მყუდრო ოჯახური საღამოსთვის. ერთი შეხედვით, თითქოს რთულია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს – სულ რაღაც 12 წუთი და ცომი მზად არის... ინგრედიენტები: თაფლი — 100 გრ. ნაღები (30%) — 300 მლ. შესქელებული რძე — 100 მლ. ან კრემის ნებისმიერი რეცეპტი, რომლის ინგრედიენტებშიც შესქელებული რძე არის. მომზადება: I. თასში მოათავსეთ თაფლი და როდესაც გადნება, დაამატეთ სოდა > ხარშეთ საშუალო ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის და არ გამუქდება. თან, სულ ურიეთ. II. მიღებულ მასას დაამატეთ კარაქი > ისევ ურიეთ და როდესაც კარაქი გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით > გააგრილეთ, ოთახის ტემპერატურამდე. III. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ გაციებული თაფლიანი ნაზავი > თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ. IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტი > მოათავსეთ მასზე ცომის ერთი ნაწილი და დასაკრემით გაანაწილეთ > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 5-6 წთ. > იგივე წესით გამოაცხვეთ მეორე ფენაც. V. კრემის მოსამზადებლად, შეგიძლიათ ნებისმიერი რეცეპტი გამოიყენოთ. აქ კი, კრემის ასეთ რეცეპტს გთავაზობთ: ათქვიფეთ ნაღები და შესქელებული რძე. უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნისებრი მასა. VI. ჩამოაჭერით ფენებს გვერდები და გაყავით შუაზე > თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დააწყვეთ > დაფხვენით გვერდებიდან ჩამოჭრილი ფირფიტის ნაწილები და ზემოდან მოაყარეთ. ნამცხვარი შეგიძლიათ II დღეს მიირთვათ, როდესაც ფენებს კრემი გაუჯდება და დარბილდება. არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?* ნიგოზი მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც რომ იყოს...45 4-ს მოსწონს
|