x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
“არ მომეწონა… იმედია, არასწორად გამოთქვა…” – ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მონოლოგზე
image

.

“არ მომეწონა, იმედია, არასწორად გამოთქვა გიორგიმ…” – ასეთი კომენტარი გააკეთა “მთავრი არხის” დამფუძნებელმა და ყოფილმა გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას გუშინდელი გამოსვლის შესახებ, სადაც გაბუნიამ განაცხადა, რომ მთავარი არხი “ნაცების ტელევიზია” აღარ იქნება, ხოლო როცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ დღეიდან არ იქნებიან ვალდებული, ვინმეს მითითებები შეასრულონ. “ნიუსრუმში ტაში და ჟრიამული იყო”.

.


“არანაირი ჟივილ-ხივილის ხმა ჩემამდე ციხეში არ მოსულა”, – თქვა ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში, გადაცემაში “ღამის მთავარი”.

ამავე დროს, ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ პირველი მედიამენეჯერი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ტელევიზიას ექნებოდა პარტიული და პოლიტიკური პრეფერენციები და ეს ნაციონალური მოძრაობის გაყოფამდე იყო:

“ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჩემი აზრით, ცუდი არის ამის დამალვა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

.

“რომ გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიციას გავლენა არასდროს არ ჰქონია, ან მიშა სააკაშვილის პოზიციას, ან რომელიმე სხვა, დასავლური პარტიის პოზიციისთვის არ გავიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად გაგვიკრიტიკებია, ვიდრე ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით მაგ შემთხვევაში, მოვიტყუები, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არც არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს ასეა. შეიძლებოდა თუ არა, ამაში რაიმე ცენზურის პრობლემები მოჰყოლოდა? ალბათ, შეიძლება და ეს არ არის კარგი, მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის გაგრძელება ვიყავით…პირიქით რომ თქვას ვინმემ, ეს უფრო შეიძლებოდა რეალობასთან ახლოს ყოფილიყო – არ ვყოფილვართ არანაირი პარტიის გაგრძელება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,

ყოველ შემთხვევაში, მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს, ხელისუფლებისგანაც ვიცავდი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ გახსნი ამ ბარიერს და ჩარევ, ჩარევის სურვილი და სპეკულირების სურვილი ბუნებრივად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, არა აქვს მნიშვნელობა, “ნაციონალური მოძრაობა” იქნება თუ სხვა, ნაცმოძრაობა სულაც არ არის უნიკალური ამ თვალსაზრისით”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

.

“თუ აქ საჭირო იყო ჩემი ბარიერისგან ტელევიზიის გათავისუფლება, ეს თქვენ უნდა თქვათ და გადაწყვიტოთ, მე ციხემდე ჟივილ-ხივილისა და აპოლდისმენტების ხმები არ მომსვლია – იმედია, რომ ეს არასწორად გამოთქვა გიორგიმ, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ როცა ყველა ერთიდაიგივენაირად იგებს კონკრეტულ გამონათქვამს, ესე იგი, ძალიან ცუდად მოახდინე მისი ფორმულირება, თუ შენ თვითონ სხვას ფიქრობდი. მე ბევრის ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა – არ მომეწონა, გულწრფელად გეტყვით, არც მისი პოლიტიკური ნაწილი: თუ არხის დეპოლიტიზირებას აცხადებ, შენ თვითონ, იმავე მონოლოგში, არ უნდა გააგრძელო უსასრულოდ საუბარი პოლიტიკაზე, ალბათ ასე იქნებოდა სწორი…

.

მაგრამ მისი არჩევანია, ის არის ახლა დირექტორი, მე მინდა რომ ეს ყველას ძალიან კარგად ესმოდეს – მას აქვს შეცდომების დაშვების თავისუფლება, მაგრამ მას აქვს ასევე, შეცდომების გამოსწორების პასუხისმგებლობაც – ორივე თვალსაზრისით თავისუფალია, რადგან მე არ ჩამიტოვებია “ფეხი” ამ ტელევიზიაში, არაფორმალური მმართველობის მომხრე არა ვარ არსად და არასდროს, ამიტომ, “მე უბრალოდ, წავედი და სხვა სახელი და გვარი დაიწერა, მაგრამ ყველაფერს მე ვაკონტროლებ” – ეს ასე არ იქნება”, – აღნიშნა ინტერვიუში ნიკა გვარამიამ.

.

შეგახსენებთ, “სხვა შუადღეში”, არხის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრის დროს, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა:

.

“ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, თუმცა, ის იარლიყი, რომ ნაცების ვიყავით, ტყუილად არ გვქონდა აკრული… როცა ტელევიზიის ჟურნალისტებს და წამყვანებს ვუთხარი, რომ არ ხართ ვალდებული, ვინმეს მითითებები გაითვალისწინოთ, თქვენ რასაც და როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გააშუქეთ-მეთქი, ნიუსრუმში მთელი ჟრიამული და ტაში იყო…”.

1
318
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
318
  
2023, 7 სექტემბერი, 17:11
ოე ოე გაბუნია და გვარამია დაცხეთ ერთმანეთს ძმები ხომ არ ხართ, მიდით დაცხეთ ცოტას ვიხალისებთ თქვენდან მაინც არაფერი არ გამოვა.
0 1 1