x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაიწყო, მარა რა დაიწყო“ - რას წერს მაია ორჯონიკიძე

image


საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე, გიორგი გაბუნიას და ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"მოკლედ შემოდგომა დაიწყო მარა რა დაიწყო-გუშინწინ გიორგი გაბუნიამ თქვა, ნაცმოძრაობის ტელევიზია ვიყავით, აწი აღარ ვართ და ამით ვამაყობო. ნუ ხარ ბატონო, მაგრამ მხოლოდ ამით სიამაყის დიდი ვერაფერი საფუძველია. გუშინ კი ნანუკა ჟორჟოლიანს განუცხადებია-ნაცმოძრაობა აღარ არსებობსო. იქვე ჩააზუსტა, თუ რატომ აღარ არსებობს: ლევან ხაბეიშვილი (ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული) ჩემთვის მიუღებელია, მე მაგ პარტიას მიშას კი არა-ღმერთის ხათრითაც ხმას ვეღარ მივცემო.


ის კი არ თქვა-ჩემთვის აღარ არსებობსო, უბრალოდ არ არსებობსო და მორჩა. კიდევ ის თქვა, რომ მიშას თავისუფლება მიშას პარტიაზე კი არა, ”საზოგადოების ერთობაზე” გადისო-თითქოს პარტიებს საზოგადოების წარმომადგენლები არ აძლევენ ხმას და მელიას დროს კი როგორც ჩანს მიშას თავისუფლება პარტიაზე გადიოდა, მაგრამ პარტია რატომღაც თითს თითზე არ ატოკებდა.


მოკლედ, ყველას პირადი საქმეა-ვის მისცემს ხმას და ვის არა, მაგრამ როცა ამ პარტიასთან მუდამ მჭიდროდ იყავი დაკავშირებული შორეულ წარსულშიც და ახლოშიც, როცა ამ პარტიიდან არჩევნებში კენჭიც კი გიყრია-იმდენი კი უნდა იცოდე, რომ თუ რუსული რეჟიმის არჩევნებით გასტუმრების გჯერა (სჯერავს), მაშინ საჯაროდ ხალხს არ უნდა ამცნო, რომ მიშას პარტია აღარ არსებობს, რადგან წვრილ-წვრილ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ და რუსული ოცნების ერთადერთ მოწინააღმდეგედ მხოლოდ ენმ რჩება, რომელზეც მედია-პერსონა აცხადებს ხმას არ მივცემო.რეალურად ეს მოწოდებაა-თქვენც ნუ მისცემთო!მაშინ ვის მისცეს ხალხმა ხმა?წვრილი პარტიებისთვის მიცემული ხმები დაიკარგება, რადგან დიდი ალბათობით არჩევნებში 5% ბარიერს ვერ ან არ გადაალახვინებენ.ოცნებას მისცენ?!

ამ მოწოდებებს თუ ხალხი მოუსმენს-სულ აღარ დასჭირდება ოლიგარქ ბიძინას არჩევნების გაყალბება-ისე მოიგებს!ჰოდა მერე აღარ გინდათ მიშას გამო გულში მჯიღების ცემა, რადგან ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს კაცი სამუდამოდ ციხეში დარჩეს.და ბოლოს-ეს პარტია მიშასი კი არა-მართლა ნიკანორ მელიასი ყოფილა ასე მოფიქრალი ხალხისთვის, რადგან პარტია თურმე მელიას წასვლას დაუღუპია და სანამ ნიკანორი იყო-ბობოქრობდა, 2016 წლიდან ყველა არჩევნები მოიგო და რუსი ბიძინაც დიდი ხნის გაქცეულია!


P.S.ჰოდა თუ პარტიებზე არ გადის მიშას თავისუფლების გზა და გადის “საზოგადოების ერთობაზე”, ასეთი მჭახე განცხადების ავტორისგან ველით სიტყვიდან საქმეზე გადასვლას და უახლოეს მომავალში ზემოთხსენებული საზოგადოების მრავალათასიანი შეკრების ორგანიზებას. “საქმე ლაპარაკის ნაცვლად” (c) "- წერს მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "მთავარის" ეთერში გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ არხი იყო „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ და როცა თანამშრომლებს აუწყა, რომ ასე აღარ იქნებოდა და მათ აღარ მოუწევდათ ვიღაცების მითითებების შესრულება, „ნიუსრუმში ტაში და ჟრიამული“ იყო. გაბუნიას სკანდალურ განცხადებას ვრცელი სტატუსით მალევე ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა, რომელმაც არხის დირექტორის მიერ გაჟღერებულ სიმართლეს "არასწორი" და "მკვახე" უწოდა და კრიტიკა არც "ხაბეიშვილის პარტიას" დააკლო:


"2003 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვარ. უფრო მეტიც, ამ პარტიით კენჭს ვიყრიდი. კიდევ უფრო მეტი:) ვთვლიდი და ვთვლი, პარტიის თავმჯდომარეს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.

გაგიკვირდათ ვინმეს რაც დავწერე?:) არა, და მთავარი არხის მთავარი ხიბლიც ეგაა, არასოდეს ვმალავდით საკუთარ სიმპატიებს, არჩევანს.

თუმცა, არხზე მუშაობდნენ და ახლაც იქ არიან ადამიანები, რომლებიც ასე საერთოდ არ ფიქრობენ. უფრო მეტიც, არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია და არც არასოდეს დაუმალავთ ეს.

ანუ, რასაც პარტია გვიბრძანებს არასოდეს მუშაობდა გუნდში, რომელიც მხოლოდ ამბიციური ლიდერებისგან და ინდივიდუალური პერსონებისგან შედგება. რასაც პარტია გვიბრძანებს კი არა, ნიკაც კი, როცა საკუთარ იდეებს გვიზიარებდა, ამდენი “გიჟით” შეშინებული ძალიან ფრთხილი იყო????

ნაციონალურ მოძრაობას მე რომ ღიად დავუპირისპირდი, ადამიანები რომლებიც ახლა იგივეს აკეთებენ მაჩერებდნენ. რა დროს ეგაა, ამით მარტო ბიძინას გავაძლიერებთო:) ახლა ყალბ ერთობაზე საუბარი არ დამიწყოთ. ბიძინა თუ რამით ძლიერდება, სუსტი ოპოზიციაა.

აღარ არსებობს ნაციონალური მოძრაობა.
არსებობს მხოლოდ მიშას ფაქტორი და ამას, ჩემს პოლიტიკურ არჩევანშიც არაფერი შეცვლის, მაგრამ მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას.

მიშას თავისუფლება კიდევ, ჩემთვის გადის არა ამ პარტიაზე, არამედ საზოგადოების ერთობაზე. ჩემი თვალით მაინც არ მენახა რას “აკეთებდნენ” მიშას თავისუფლებისთვის.

დავუბრუნდეთ არხს და გაბუნიას განცხადებას, რომელიც მის სტილში, მკვახედ იყო ნათქვამი. კოლეგებთან არასწორი იყო და მთავარი, იმიტომაა მთავარი, რომ ყველამ პირადად უთხრა წყენაც და პროტესტიც, საჯაროდაც იტყვიან.

მოგვბაძეთ კოლეგებო, თქვენც საჯაროდ გამოიტანეთ ასეთი დისკუსიები, თუ ვითხოვთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენით დავიწყოთ გაჯანსაღება.

არ მიყვარს ამხელა სტატუსები???? მაპატიეთ რომ გამიგრძელდა."- დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმ სოციალურ ქსელში.





0
385
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
385