x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა თემაზე, რომლებიც გაგართობთ და რაღაც ახალსაც გასწავლით

საინტერესო ფაქტები სხვადასხვა თემაზე:

1. ელიზაბეტ ტეილორი წამწამების ორმაგი მწკრივით დაიბადა. ამ მუტაციას აქვს სამეცნიერო სახელი - დისტიქიაზი. სწორედ მისი არსებობა ხსნის მსახიობის მზერის ექსპრესიულობას.image

2. ვარსკვლავი ლუსი არის თეთრი ჯუჯა კრისტალიზებული ბირთვი, რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 50 სინათლის წლის მანძილზე. შეიძლება ითქვას, რომ ლუსი კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე დიდი ბრილიანტია, მისი ზომა ათი მილიარდი ტრილიონი კარატია. ლუსი – კოსმოსის ალმასია, რომელიც ოდესღაც ისევე ანათებდა, როგორც მზე, თუმცა, შემდეგ გაფერმკრთალდა და შეიკუმშა. image

3. ჩინეთში შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა ცოცხალი კუ ან რამდენიმე თევზი, რომელიც ცურავს პატარა, ჰერმეტულად დახურულ ჩანთაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი გასაღების ბრელოკი; მისი "ვადის გასვლის თარიღი" დაახლოებით ერთი კვირაა.image

4. ქვიშის ზვიგენის ემბრიონებს შეუძლიათ ერთმანეთი საშვილოსნოში გადაყლაპონ. ამ ფენომენს „საშვილოსნოშიდა კანიბალიზმი“ ჰქვია და ჩნდება მაშინ, ზვიგენს იმაზე მეტი ემბრიონი ჰყავს, ვიდრე დაბადება შეუძლია. image

5. ინდოეთში ერთ-ერთ გამაგრილებელ სასმელს ძროხის შარდისგან ამზადებენ. უძველესი დროიდან ძროხა იქ წმინდა ცხოველად ითვლებოდა, ამიტომ, ინდოელთა უმეტესობისთვის, მტკიცება, რომ მის შარდს სამკურნალო თვისებები აქვს, ეჭვქვეშ არ აყენებს.image

6. ადამიანის ტვინის დაჭიმვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ის დაახლოებით ბალიშის ჩასადების ზომის იქნებოდა.image

7. მზის შუქი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, 30 000 წლისაა. ამდენი დრო დასჭირდა ფოტონებს ვარსკვლავის ცენტრიდან მის ზედაპირზე „გარღვევას“. და ისინი დედამიწაზე მოხვდნენ, როგორც მოგეხსენებათ, 8 წუთში.image

8. ამერიკელი ადელ ედვარდსი იტანჯება ... დივანის ჭამაზე დამოკიდებულებით. იგი 20 წელზე მეტია ჭამს დივანის შიგთავსს და ეს უცნაური მანია მშობლების მტკივნეული განქორწინებით დაიწყო.image

9. რამდენიმე საუკუნის წინ არც ერთ სახელმწიფოში მთავარი ფულადი ერთეული არ იყო 100 მონეტის ტოლი. რუსეთი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც დეციმალიზაცია მოახდინა - 1704 წელს რუბლი 100 კაპიკს გაუტოლდა.image

10. დიდი დათვის თანავარსკვლავედი არის ეგრეთ წოდებული ასტერიზმი, ვარსკვლავთა ხილული გროვა, რომლებიც რეალურად მდებარეობს ერთმანეთისგან ძალიან შორს, ირმის ნახტომის სხვადასხვა ნაწილში. თანავარსკვლავედის ასე ვხედავთ დედამიწის განსაკუთრებული მდებარეობის გამო ასტერიზმთან შედარებით.image

11. თუ თაგვს გავადიდებთ ადამიანის სიმაღლემდე და ჩონჩხს გავუსწორებთ, გამოდის, რომ თაგვების და ადამიანების სახსრები ერთნაირადაა მოწყობილი, ძვლებს კი დეტალების თანაბარი რაოდენობა აქვს.image

12. გრძელი სიტყვების შიშს ჰქვია... ჰიპოტომონსტროსესკიპედალიოფობია.image

13. ყველას, ვისაც გაუსინჯავს ანანასი, იცის, რომ თუ ბევრს მიირთმევთ, ენა და ტუჩები აგეწვებათ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელინს. ბრომელინს აქვს ცილის განადგურების თვისება, ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად აზიანებს ენას.image

14. 1975 წლიდან 1977 წლამდე Mattel-მა გამოუშვა თოჯინა მზარდი მკერდით. თოჯინა სახელად Growing Skipper მკერდს "ზრდის" მარცხენა ხელის აწევისას. გარდა ამისა, მისი წელი ვიწრო გახდა და თვითონაც დაჭიმული იყო, რაც აშკარად ასახავს იმ ცვლილებებს, რაც ხდება გოგონას სხეულში ზრდის პერიოდში.image

15. გინების გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავებას, რომლებიც სხეულზე მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება – ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 2011 წელს ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის შემდეგ.image

0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0