x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 რამ, რის გამოც ქალმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს
image

1-კრიტიკული დღეები-თვითონ იდეაც კი, რომ ვინმეს ბოდიში მოუხადოთ იმისთვის, რომ თვეში ერთხელ რამდენიმე დღე გაქვთ სპაზმები, ტკივილები და სისხლდენა სრულიად აბსურდულია..ესეც მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ტკივილებს იტანთ იმისთვის, რომ მომავალი შთამომავალი გააჩინოთ, თუნდაც ის სქესი, რომელსაც მომავალშიც ანალოგიური ტკივილები და ტანჯვა ექნება.



2-მკერდი -სულ ერთია დიდი ბუფერი გაქვთ თუ ბრტყელი მკერდი და რა ზომისაა.თქვენ ისე უნდა მიგიღონ, როგორიც ბუნებამ დაგაჯილდოვათ, სრულიად არა ხართ ვალდებული ვინმეს მოუბოდიშოთ თქვენი მკერდის სიდიდის გამო.



3-დამოუკიდებლობა-გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავს მიხედოთ და დაეყრდნოთ.მნიშვნელობა არა აქვს ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ თუ ემოციურად . მარტო სვამთ ყავას ან პარკში მარტო დასეირნობთ. ამაში ცუდი არაფერია და გაუშვით ყველა ის თქვენგან შორს, ვინც საპირისპიროს გიმტკიცებთ.



4-სექსუალური პარტნიორების რაოდენობა-რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდათ, ეს უბრალო სტატისტიკაა(0 თუ ვთქვათ 10). რამდენი სქესობრივი პარტნიორია მისაღები თქვენთვის და საჭირო ეს თავად უნდა განსაზღვროთ.



5-საშინელი შესახედავი ვარ-თქვენი გარეგნობის გამო მოხდილი ბოდიში მწვანე შუქს აუნთებს გარშემომყოფთ, იმისთვის რომ დაგცინონ.შეუძლებელია ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ.


6-დააყენეთ ურთიერთობა პირველ ადგილზე-დაააფასეთ ურთიერთობები და გახადეთ პრიორიტეტული, ეს იმას ნიშნავს, რომ იყოთ ერთად.თუ თქვენი მეორე ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის შესანიშნავია!ასეთი რამ ხშირად არ ხდება და ამის გამო არ ხართ ვალდებული ვინმეს წინაშე თავი იმართლოთ.


7-ბევრს ჭამთ-ერთადერთი ვისაც ბოდიში უნდა მოუხადოთ, ეს საკუთარი სხეულია.



8-სამუშაო-იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს თქვენთვის დიდი სიამოვნება მოაქვს და ავსებს თქვენ ცხოვრებას მთლიანად, აკეთებთ საყვარელ საქმეს, რომელსაც მზად ხართ მთელი ცხოვრება მიუძღვნათ...მაშინ რატომაც არა?


9-არ გაქვთ სექსის სურვილი-სულ ერთია მამაკაცი ახალი გაცნობილი გყავთ, თუ დიდი ხანია იცნობთ.არ გაქვთ ინტიმური კავშირის სურვილი და მორჩა!


10-იყავით როგორიც ხართ-გახსოვდეთ თქვენ არაჩვეულებრივი ხართ, ბოროტები და ღვარძლიანები ყოველთვის გამოიძებენებიან.იბრწყინეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი და იყავით ისეთი, როგორიც ხართ.










0
374
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0