სხვა ომს გაქცეული რუსების ოჯახის ცხოვრება უცხოეთში ტრაგიკულად დასრულდა 2023, 3 სექტემბერი, 18:04
არგენტინაში, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის რუსი ქალისა და მისი ახალშობილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას Baza ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, უფაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა ქმართან ერთად რუსეთი 2022 წლის სექტემბერში დატოვა.მიზეზი გახდა უკრაინის ომში ნაწილობრივი მობილიზაცია. მოგვიანებით, როდესაც ქალი დაორსულდა, წყვილმა გადაწყვიტა ერთად წასულიყვნენ სამხრეთ ამერიკაში სპეციალურად მშობიარობისთვის. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ქალმა არგენტინაში უპრობლემოდ იმშობიარა. პარალელურად მეუღლეებს შორის სულ უფრო ხშირად იმართებოდა ჩხუბი. ქალს რუსეთში დაბრუნება სურდა. მორიგი ასეთი შემთხვევის შემდეგ ახალგარზდა ქალი პატარასთან ერთად ფანჯრიდან გადავარდა. თავად ქმარმა აღნიშნა, რომ ცოლს შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. ამავდროულად, ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი შესაძლოა მეუღლის მკვლელობის მონაწილე იყოს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, უფელ ქალს არასოდეს უთქვამს, რომ თვითმკვლელობა სურდა. გარდა ამისა, ის „ყოველთვის პოზიტიური ადამიანი იყო“. რუსმა ქალბატონმა ოჯახს ბოლოს აგვისტოს მიწურულს დაურეკა. რა დროსაც ქალმა თქვა, რომ ნანობს ქორწინებას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ტურისტი ბალიში მაღაზიაში არასათანადო ქცევისთვის დააკავეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მათ შეაშფოთა უცხოელი ქალის საქციელი, რომელიც "გაბრაზებული და ცეკვავდა აშკარა მიზეზის გარეშე". როდესაც სამართალდამცავები ტურისტის დაკავებას ცდილობდნენ, მან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მოგვიანებით გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, რადგან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მას შესაძლოა დეპრესია აწუხებდა. 1060 3-ს მოსწონს
|