პოეზია მე,შენ...შენ,მე... 2012, 7 ოქტომბერი, 1:18 ![]() შეხვედრა - მოკლე ლოდინი - გრძელი შენ არ მოდიხარ მე მაინც გელი. ეს ილუზია... ნატვრის ლანდები... შენ არც გახსოვარ ![]() მე - მელანდები. ნისლები - შორი ცა - ცრემლიანი შენ - უდარდელი მე - სევდიანი. თვალებში - წვიმა ლურჯი მაისი... შენ - ალიონი მე კი - დაისი მუსიკა - ნაზი გულში - ნათება შენ - სიყვარული მე - მონატრება. პირველი მზერა... გულს - ძგერა მარდი... შენ ვერც შემნიშნე მე - შემიყვარდი. მერე მიდიხარ... ![]() 38 შეფასება არ არის
|