x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რამ უნდა გაიძულოს, რომ ეს გააკეთო?! წარმოდგენა არ მაქვს!"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"ახლა რუსეთში, რამდენიმე გაზეთის და ტელევიზიის ჟურნალისტი აგენტად გამოაცხადეს, სწორედ იმ “რუსული კანონის” მიხედვით, აქ რომ არ მივაღებინეთ და სამარცხვინო საპარლამენტო (ქართული ოცნების) უმრავლესობამ ხელი რომ მოაწერა. აი ამისთვის გაიმეტეს იმ რუსულ კანონზე ხელისმომწერებმა სრულიად საქართველო, კოლეგები, ჟურნალისტები, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ………

აი მათ გვერდით რომ ადამიანები სხედან პარლამენტში, კოლეგა დეპუტატებმა უმრავლესობიდან ისინი გაიმეტეს, მათ მეზობლად რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ცხოვრობენ ისინი გაიმეტეს, აი მათი კარის მეზობლები, წლებია რომ კარის მეზობლები არიან და პოლიტიკურად სხვაგვარად რომ ფიქრობენ, ისინი გაიმეტეს აგენტობის -აგენტის სახელის “მისაწეპებლად” ანუ გასასამართლებლად, ( რაც უმძიმესი მუხლით გასამართლებას ნიშნავს სხვათაშორის) აი ზუსტად ისე, როგორც შემზარავ 37-ში იყო .

მაინც, რამ უნდა გაიძულოს, რომ ეს გააკეთო?!წარმოდგენა არ მაქვს!


ანუ შენი ნაცნობი და არანაცნობი ადამიანების, უბრალოდ სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების აგენტებად გამოცხადებას ხელს რომ აწერ, რა ხდება ამ დროს ტვინში, ნუ “ჯიბეში” გასაგებია და ვხედავთ, რაც ხდება და “რამდენიც” ხდება ანუ რა ღირს დღეს საქართველოში “ ნებაყოფლობითი მონობით” ადამიანის გაწირვა?!"- წერს დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.









0
478
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
478