საქართველო
"პირადი საუბარი გამოუქვეყნეს, სადაც იმ ბელადს აგინებდა, ვისაც საჯაროდ აქებდა"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 1 სექტემბერი, 19:10
"ტაბულას" დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის მისთვის მიწერილი კომენტარის სქრინს ასაჯაროებს და ოპოზიციონერ დეპუტატს უპრინციპო კარიერისტს უწოდებს:
"ამან ბელად ძიაზე ფარისევლური ცოცვით დაითრია პარლამენტარის მანდატი, მერე პირადი საუბარი გამოუქვეყნეს, სადაც იმ ბელადს აგინებდა, ვისაც საჯაროდ აქებდა ზედ ასაცოცებლად - ამიტომ ბელადზე საცოცი ბილიკი მოეჭრა.
ახლა მეორე ძიაზეა აცოცებული, ეთერს ის ძია ყიდულობს და მე მებლატავება, შენი აზრი არავის აინტერესებსო.
ძალიან დაბალი თამასაა, მაგრამ ჩემსა და სამადაშვილს შორის, ნაკლებად საინტერესოს, რა?"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსლში.