x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოროსანო დე#ილებო, ყველაზე სამარცხვინო კაცების პროვოკაცია ხართ"- ვის მიმართავს იუნა შაფათავა

image


ამერიკაში მოღვაწე მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამის გამო სახელისუფლებო გუნდს აკრიტიკებს:


"ჩემი
აბსოლუტური
მხარდაჭერა ჩემს პრეზიდენტს.
მრცხვენია ჩემი მთავრობის, თქვენ ხართ სექსისტი, მაჩო, გოიმი იმპოტენტები.


საქართველოს მთავრობა
თქვენ არ იმსახურებთ სალომე ზურაბიშვილს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე ასეთ გოიმტრესტ ‘მინისტრთა კაბინეტს’.


თქვენ, არ იმსახურებთ ქართველი ხალხის მმართველობას.
მე, Yuna Shapatavaს, მრცხვენია, რომ ჩემი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერი სამჯერ და ქართული ოცნების დროშა, არ არის საქართველოს სახელი.
თქვენ ხართ ქართველი ხალხის დიდი შეცდომა და მე მრცხვენია, რომ ვერაფერს ვცვლი.


თქვენი ვიზიტია სირცხვილი, საქართველოს სახელით, საზღვარგარეთ, სამარცხვინო ბლუკუნით და ნულოვანი ლობით და PR-ით. ნულოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკით, ოროსანო დებილებო.
თქვენ არ იმსახურებთ ქართველ ხალხს.


ფემინიზმის და მატრიარქატის აღზევების ეპოქაში, ბედავთ ქალი პრეზიდენტის ბულინგს, ამას არ დავუშვებთ და ვგმობ ამას, როგორც ქალი, როგორც თანამედროვე!!!


ყველაზე სამარცხვინო კაცების პროვოკაცია ხართ, ამას ვამბობ მე და პირადად მიცნობთ. იქ რომ
ვიყო, სახეში გეტყოდით და ხმას ვერ გამცემდით პასუხად.
არ იმსახურებთ ქართველი ხალხის მართვას.


მე ჩემი პრეზიდენტის მხარეს ვარ, მდინარაძე ვინ ვირის ფეხია, რა იცის, რა ისეთი გამოცდილება აქვს, სალომე ზურაბიშვილს თითს უქნევდეს და კომენტარს აკეთებდეს, ჩემი დიადი წინაპრების საამაყო წარმომადგენლის მიმართულებით!


თქვენ ხართ ფულს დამშეული ხამები და მონები. თანამდებობის მონები, ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ!


სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა ჩემს პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილია საქართველოს სახე და ხმა, ამიტომ გიჟდებით, ფეხებზე კიდიხართ მსოფლიოს, სალომე რომ არა! სულ ათი ქალი რომ იდგეს სალომეს მხარეს, ჩემი ჩათვლით, თქვენს ორ დებილ ინტელექტნაკლულ ქრომოსომას ასჯერ გადაწონის. სალომე ზურაბიშვილი"- წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში მაინც ჩავიდა, გერმანიის დედაქალაქში ჩასვლის კადრები პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.


გუშინ, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.


"ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.








0
512
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512