ფსიქოლოგია როგორ მოვიპოვოთ ავტორიტეტი ერთ კვირაში ახალ სამსახურში - 5 ნაბიჯი 2023, 2 სექტემბერი, 9:55 სამსახური ის ადგილია, სადაც ბევრი ჩვენგანი სახლზე მეტ დროს ატარებს და იქ არსებული გარემო და კოლეგები, ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან კარგი კოლექტივი და სამსახური, სადაც საქმის კეთება მოგვწონს, ბედნიერებასთან და სიხარულით სავსე დღეებთანაა კავშირში. ბოლო და ბოლოს, ფულის გარდა იქიდან სხვა რამე უნდა მოგვქონდეს სახლში - განწყობა, განვითარება და ა.შ. მაგრამ, რთულია, როდესაც სამსახურს ვიცვლით, რადგან ახალ სამსახურში ადაპტირება და თავის დამკვიდრება მარტივი საქმე არ არის. ფსიქოლოგები გვასწავლიან ხუთ მარტივ ნაბიჯს, თუ როგორ გავხდეთ ახალ სამსახურში ავტორიტეტული თანამშრომელი მხოლოდ ერთ კვირაში.
5 ნაბიჯი, ერთ კვირაში როგორ მოვიპოვოთ ავტორიტეტი ახალ სამსახურშინაბიჯი 1 - ჩაიცვით და მოიქეცით სწორად. საყურადღებოა, თუ რას ჩაიცვამთ პირველ დღეს. უმჯობესია არ აირჩიოთ მკაცრი სტილი, მხოლოდ ელეგანტური და დახვეწილი. როდესაც კარგად გამოიყურებით, ეს მეტ თავდაჯერებულებას გმატებთ. ასევე, ამპარტავანი სახის გამომეეტყველებები უმჯობესია სახლში დატოვოთ. ღიმილი, კეთილგანწყობა და კომუნიკაბელურობა საუკეთესო საშუალებაა კოლეგების გულის მოსაგებად. არც განზე დგომა არ ღირს ნამდვილად. მერწმუნეთ, ეს არ შეგმატებთ იდუმალებას, არამედ მხოლოდ შეგიშინებთ პოტენციურ მეგობრებს. ნაბიჯი 2 - დააკვირდით ვინ ვინ არის. შეეცადეთ გაარკვიოთ ვინ ვინ არის. დაიწყეთ პოტენციური მეგობრების ძიება და დაამყარეთ სასარგებლო კონტაქტები. უყურეთ ვინ არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში და ვინ იცნობს კარგად ყველას. ვინ არის ყველაზე კომუნიკაბელური და ვისთან არ გიჯობთ საქმის დაჭერა. და რაც მთავარია, ნუ შეგეშინდებათ ახალი ადამიანების გაცნობის. რაც უფრო მეტ ადამიანს გაიცნობთ ადრეულ დღეებში, მით მეტი შანსი გექნებათ იპოვოთ თანამოაზრეები. ნაბიჯი 3 - მოიპოვეთ თქვენი უფროსის პატივისცემა. მაშინაც კი, თუ მშვენივრად იცი ვინ ხარ და რისი უნარი გაქვს, ლიდერის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გამოიჩინე ინტერესი სამუშაოს მიმართ. დაასრულე ყველა დავალება და, თუ ეს შესაძლებელია, ხშირად იყავი უფროსების თვალწინ, რადგან ბევრ ადამიანში დომინირებს ვიზუალური მეხსიერება. ნუ შეგეშინდება საკუთარი აზრის გამოთქმა და იყავი აქტიური. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის მშვიდად უნდა ისაუბრო და არავითარ შემთხვევაში ქედმაღლურად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარკაზმი დაგეხმაროს ლიდერის პოზიციაზე ყოფნასა და კოლეგებისაგნ პატივისცემის მოპოვებაში. ნაბიჯი 4 - დაინტერესდით კოლეგების სოციალური ცხოვრებით. ნუ იჩქარებთ სამსახურის შემდეგ სახლში მისვლას. თქვენ ჯერ არ დგიასრულებიათ პროგრამა. აუცილებლად უნდა შეუერთდეთ გუნდს და ამისათვის საჭიროა გონივრულად იმოქმედოთ. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა საერთო ჰობი აქვთ თქვენს კოლეგებს. მაგალითად, ვიღაც თამაშობს ფრენბურთს სამშაბათს მთელი გუნდით, ვიღაც კი ბარში მიდის პარასკევს. როდესაც ერთობლივ გასვლებს შეუერთდებით, თქვენი სოციალური სტატუსი მაშინვე გაიზრდება. ნაბიჯი 5 - დაუმეგობრდით თანამშრომლებს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა პერსონალთან, რომელიც ემსახურება გუნდს. ყოველივე ამის შემდეგ, მათზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ცხოვრება კომპანიის კედლებში. იყავით თავაზიანი, მიესალმეთ ყოველ დილით და ნახავთ, რომ დაცვის თანამშრომელი ყოველთვის არ მოგთხოვთ საშვს და კაფეტერიის თანამშრომელი დაგიტოვებთ ბოლო დონატს. 83 4-ს მოსწონს
|