"ჰარი პოტერის" მთავარი გმირი ისეა შეცვლილი შანსი არაა მასში ის სათვალიანი ბიჭი ამოიცნოთ
მსახიობები კარიერის მანძილზე ხშირად იცვლიან ამპლუას, ერთ ფილმში ბოროტ პერსონაჟს თუ ანსახიერებენ, მეორეში შეიძლება "უფრთო ანგელოზის" როლი შეასრულონ ბრწყინვალედ.
ერთერთი ასეთი მსახიობია მწერალ ჯოან როულინგის ფანტასტიური რომანის "ჰარი პოტერის" სცენარით გადაღებული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი.
"ჰარი პოტერის" მთავარმა გმირმა კოლოსალური ცვლილება განიცადა ფიზიკურად, 33 წლის დაკუნთულ მსახიობში ძნელია ამოიცნო ცნობილი ფილმის სათვალიანი, სიფრიფანა ბიჭი.
დენიელ რედკლიფი ამჯერად გადაიღეს ფილმში "სასწაულმოქმედნი", რომლის გადაღება 2019 წელს დაიწყო და წელს დამთავრდა.
ამ ფილმში "ჰარი პოტერის" ყოფილი მთავარი გმირი მარტოხელა-ანგელოზის როლს თამაშობს ციური კორპორაციიდან.