ქალი და მამაკაცი შალვა რამიშვილი მესამედ დაქორწინდა 2023, 30 აგვისტო, 16:16 PosTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი მესამედ დაოქორწინდა.. ტელეწამყვანის მორიგი რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. ქალი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.
ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობრებმა გამოაქვეყნეს. მანამდე შალვა რამიშვილი ორჯერ უკვე იყო დაოჯახებული. პირველი მეუღლე თეა აბაშმაძე გახლდათ, რომელთანაც სამი ვაჟი ჰყავს. მეორედ რამიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა. ეკიზაშვილი ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების“ მენეჯერია. წყვილს ერთი საერთო შვილი ალექსანდრე რამიშვილი ჰყავს. მათი ოჯახი ქორწინებიდან რამდენიმე წელში დაინგრა. ჟურნალისტი შალვა რამიშვილი 2005 წელს დააკავეს ქრთამის გამოძალვის ბრალდებით, პარლამენტარს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კობა ბექაურს. რამიშვილი აშანტაჟებდა და 100 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო ტერმინალთან დაკავშირებით ბექაურის უკანონო საქმიანობის შესახებ კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2013-2014წწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, 2014 წლიდან კი ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "შალვა რამიშვილის შოუ"-ს ავტორი და წამყვანი, თოქ-შოუ "იმედის კვირის" თანაწამყვანი; 2019 წლიდან ტელეკომპანია "პოსTV"-ზე მიჰყავს გადაცემა "სამნი და Co". 2018 წელს, ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებაში დასდო ბრალი და უჩივლა.სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. POSTV- ის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში სხვა ჟურნალისტებმაც - გვანცა ბუდაღაშვილმა და მაკო ჯაბუამაც დასდოეს ბრალი, რომელიც წლების წინ მოხდა. 391 3-ს მოსწონს
|