x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
"დაუჯერებელია... მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს"-ალექსანდრა პაიჭაძე
image


ცოტა ხნის წინ, ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:


“დაუჯერებელია... მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს... მჯერა მომავლის, მაგრამ ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო… არ მინდა, ტვირთად ვერ მოვიკიდებ, არ დამიმსახურებიააა!!!", - წერს მოდელი.


უცნობია, რას გულისხმობს და უკავშირდება თუ არა მოდელის პოსტი დავით კოდუას.


შეგახსენებთ, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა 2019 წლიდან დაიწყო, ხოლო 2021 წლის ნოემბერში წყვილს ბავშვი შეეძინათ, გოგონა, რომელსაც ვიკი(ვიქტორია) დაარქვეს.


ბიზნესმენი, ალექსანდრა პაიჭაძეზე 20 წლით უფროსია, რაც ხშირად მითქმა-მოთქმის და ჭორაობის საბაბი ხდება.ამასთან დაკავშირებით პაიჭაძემ გადაცემა „ბაიასთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:


"არ სჯეროდათ, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ როცა გავაჩინე, დაიჯერეს. ახლა ჩემი ცხოვრება არც ისე პასიურია, როგორც მეგონა. ცოტა დავისვენე მშობიარობის შემდეგ, არ ველოდებოდი და გავიარე დეპრესიაც


ვერ აიტანეს ის, რომ 30 წლის მოდელს შეიძლება შეუყვარდეს 50 წლის კაცი, რომელიც ასევე ძალიან ენერგიულია. ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ 50 წლისაა. ამას ჩემი მეუღლეც ხომ კითხულობდა. „მართლა ასეთი ცუდი ვარ? მართლა ასეთი შეუფერებელი ვარ?“ - ამბობდა. ამაზე უფრო მწყდებოდა გული. ხშირად მეუბნება ჩემი მეუღლე, რომ მთელი მისი სტერეოტიპული აზროვნება შევცვალე. ისიც ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება. თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, ყველა ლამაზი ქალი არის უბედური... მე ეს სტერეოტიპები დავამსხვრიე. მე ისეთი ტიპაჟები მომწონს, ვისაც უკვე დიდი გზა აქვს გამოვლილი. ვიქტორიას დაბადების შემდეგ მე ვთვლი, რომ მეც თავიდან დავიბადე და თვითონაც. მე ვიქნები და ვარ ბედნიერი, მაგრამ მე მინდა, რომ ბევრი ადამიანი მყავდეს გარშემო ასეთი“ - თქვა მან.

31 წლის ალექსანდრე პაიჭაძე მანამდე დაქორწინებული იყო ფეხბურთელ გიორგი ხატიაშვილზე.

image

დოსიე: ალექსანდრა პაიჭაძე, მოდელი.მოცეკვავე



დაბადების ადგილი და თარიღი:1991 წლის 12 ოქტომბერი, საქართველო



ასაკი: 31 წელი




სიმაღლე:179სმ.



წონა:???


სხეულის პარამეტრები:86X61X90



ოჯახური მდგომარეობა: ექს- მეუღლე გიორგი ხატიაშვილი-ფეხბურთელი, მეორე ქმარი ბიზნესმენი დავით კოდუა



შვილები: ვაჟი დემეტრე და ქალიშვილი ვიქტორია.


0
1470
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0