ფეხბურთი "რეალი" და "ბარსელონა" შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხონ ლუის რუბიალესის არაეთიკური საქციელის გამო 2023, 29 აგვისტო, 9:27 ![]() ესპანური გამოცემების თანახმად, მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე ახლა საფრთხის ქვეშაა ლუის რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო. ორშაბათს, ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მოუწოდა ევროპის მმართველ ორგანოს, " უეფას" განიხილოს ესპანური კლუბების გარიცხვა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესი მიერ ესპანელ ვარსკვლავის, ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში კოცნის გამო. თანაც ქალის თანხმობის გარეშე თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ ყველა ესპანური კლუბი, მათ შორის მსოფლიო გიგანტები "რეალ" მადრიდი და "ბარსელონა", გაირიცხება უეფას ყველა ტურნირებიდან.ესაა ჩემპიონთა ლიგა (ასევე შეეხება მადრიდის "ატლეტიკო"-ს და "რეალ" სოსიედადს), ევროპის ლიგას ("ვილიარეალი" და "რეალ" ბეტისი) და ევროპის საკონფერენციო ლიგა ("ოსასუნა"). ![]() შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, "ფიფამ" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრა. მან ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს, ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებზე აკოცა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი 1-0 დაამარცხა და პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. „ფიფა ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, პატივი სცეს ყველა ადამიანის ხელშეუხებლობას და მკაცრად გმობს ნებისმიერ ჟესტს, რომელიც ეწინააღმდეგება ქცევის ნორმებს“, - ნათქვამია ფეხბურთის მთავარი მმართველი ორგანოს განცხადებაში. რუბიალესის კარიერისთვის საბედისწერო კოცნა კიდევ უფრო დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რუბიალესი მატჩს ესპანეთის დედოფალ ლეტიციასა და 16 წლის პრინცესა ინფანტა სოფიასთან ერთად ესწრებოდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა უკვე მოიხადა ბოდიში და ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „შეცდა“. 33 წლის ფეხბურთელმა, ჯენიფერ ჰერმოსომ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ რუბიალესის ქმედება "არ მოეწონა", თუმცა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მის დასაცავად. კოცნა კატეგორიულად დაგმო ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და მას "მიუღებელი ჟესტი" უწოდა, ხოლო ესპანეთის მეორე ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რუბიალესს გადადგომისკენ მოუწოდა. ბოლო ინფორმაციით, ფიფამ რუბიალესს დროებით შეუჩერა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება. 384 2-ს მოსწონს
|