x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
„ნიჩბები გაქვთ? საფლავები გაითხარეთ!“ – უთხრა სტალინმა ჟუკოვს

თუ საბჭოთა კავშირის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მარშალი ჟუკოვი და სტალინი, ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, გვერდი–გვერდ იბრძოდნენ და ქვეყანა გამარჯვებამდე მიიყვანეს. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... რეალურად, სტალინს და ჟუკოვს, არც ისე თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, რომლის მიზეზი, ძირითადად, ამ უკანასკნელის უსაზღვრო ამბიციები იყო.


image


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბევრს, ჟუკოვის მიერ, გერმანიის ძარცვის შემთხვევა გაახსენდება, რომლის გამოც, სტალინმა მარშალი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. 1946 წლის 9 ივნისს ის დაწერა:

«მარშალმა ჟუკოვმა, დაკარგა რა, ყოველგვარი მოკრძალება და პირადმა ამბიციებმა გაიტაცა, ჩათვალა, რომ მისი დამსახურება საკმარისად არ იყო დაფასებული. ის საკუთარ დაქვემდებარებულებთან საუბრისას, დიდი სამამულო ომის ყველა ძირითადი ოპერაციის ჩატარებას, საკუთარ თავზე მიიწერდა, მათ შორის, იმ ოპერაციებსაც, რომელთანაც პირადად მას, არანაირი შეხება არ ჰქონია».
თუმცა, რეალურად დაპირისპირება, ქვეყნის ლიდერსა და მარშალს შორის, სამარცხვინო – «ნადავლის საქმემდე»*, ბევრად ადრე დაიწყო.

ავიაციის მარშალი გოლოვანოვი, აღწერს შემთხვევას, რომელიც 1941 წ. მოხდა, იმ დროს, როდესაც გერმანელები მოსკოვის აღებას ცდილობდნენ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ბრძოლა რთული იქნებოდა და შედეგი, საბჭოთა ჯარებისთვის, შეიძლება, სავალალოც ყოფილიყო... როგორც ცნობილია, გენერალური შტაბი მოსკოვში იყო და ის არსად გადაუტანიათ, ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი. მარშალი გოლოვანოვი საკუთარ მემუარებში წერდა:

«მიმდინარეობდა დისკუსია დივიზიის შემდგომი, საბრძოლო გამოყენების შესახებ. ამ დროს ტელეფონმა დარეკა... რეკავდ საჰაერო ძალების სამხედრო საბჭოს წევრი, კორპუსის კომისარი სტეპანოვი. მან სტალინს მოახსენა, რომ პერხუშკოვოში იმყოფებოდა (დას. ფრონტის შტაბი, მოსკოვიც ჩრდილოეთით).

— აბა, მანდ რა ხდება, საქმე როგორ გაქვთ? — ჰკითხა მას სტალინმა.
— იმ მოტივით, რომ ძალიან ახლოს ვართ ფრონტის ხაზთან, შტაბის სარდლობა ევაკუაციის საკითხს განიხილავს. მათი აზრით, შტაბის გადატანა მოსკოვის აღმოსავლეთით არის საჭირო!
საკმაოდ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა...
— ამხანაგო სტეპანოვო, ჰკითხეთ თქვენს ამხანაგებს — ნიჩბები თუ აქვთ? — მშვიდად უთხრა სტალინმა.
— ახლავე... — და ისევ ხანგრძლივი პაუზა. — როგორი ნიჩბები, ამხანაგო სტალინო?
— სულ ერთია როგორი.
— ახლავე... — და საკმაოდ სწრაფად მოახსენა სტეპანოვმა: — ნიჩბები, ამხანაგო სტალინო, არის!
— უთხარი შენს ამხანაგებს, აიღონ ნიჩბები და საფლავები გათხარონ. ფრონტის შტაბი პერხუშკოვოში დარჩება, ხოლო მე, — მოსკოვში ვრჩები. ნახვამდის».
როგორც გოლოვანოვი შემდეგ წერს, ფაქტობრივად, კომისარმა სტეპანოვმა სტალინს, შტაბის ხელმძღვანელის ჟუკოვის პირდაპირი მოთხოვნა გადასცა, რაზეც მკაცრად უარყოფითი პასუხი მიიღო.


* ჟუკოვის მიმართ ბრალდების საფუძველს, ფაშისტური არმიის დამარცხების შემდეგ, ევროპიდან დიდი რაოდენობით ფუფუნების ნივთების წამოღება წარმოადგენდა. თავის მხრივ, გერმანიიდან ავეჯის, ხალიჩების და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების ჩამოტანის ფაქტს, არც ჟუკოვი უარყოფდა. მაგრამ, ის დამნაშავედ თავს მხოლოდ იმაში გრძნობდა, რომ ამის შესახებ, ხელმძღვანელობას არ აცნობა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* იმან რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს, მთელი მსოფლიო გააოცა

* "სტალინის ეშმაკური გეგმა", რომელიც ჰიტლერმა არად ჩააგდო და შემდეგ ინანა...

* რა ქონება დააგროვა ჰიტლერმა და ვინ გახდა მისი მემკვიდრე?

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



1
1248
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1248
  
2023, 1 სექტემბერი, 23:21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1