x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
რა ქონება დააგროვა ჰიტლერმა და ვინ გახდა მისი მემკვიდრე?

1945 წ. ქვემო საქსონიაში, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ტყვედ გერმანელი ჟურნალისტი აიყვანეს, რომელიც რაიხის მეთაურის პრესმდივნის მოადგილე ჰაინც ლორენცი აღმოჩნდა. მისი ჩხრეკისას, ოფიცრებმა ქურთუკში სამალავი იპოვეს, რომელშიც სხვა საიდუმლო დოკუმენტებთან ერთად, ფიურერის 2 ანდერძიც იყო.


image


ადოლფ ჰიტლერი


ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანდერძი მხოლოდ 2–ჯერ დაწერა. ერთი – პოლიტიკური, რომელიც მისი კარნახით დაიწერა და 1945 წლის 29 აპრილით იყო დათარიღებული. ერთი დღით ადრე, ვიდრე თავს მოიკლავდა, მთელი თავისი ქონება გერმანიის ლიდერმა, საკუთარ პარტიას გადასცა. მეორე ანდერძი კი, გარდაცვალებამდე, 7 წლით ადრე, 1938 წ. შეადგინა და მასში ჰიტლერი თანამებრძოლებს საკუთარ დაზე და სხვა ნათესავებზე ზრუნვას სთხოვდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჰიტლერმა მხოლოდ საკუთარი გამოსვლებით და გაზეთებში პუბლიკაციებით, მთელი ქონება დააგროვა და უკვე 1921 წ. ოდესღაც ღარიბმა მხატვარმა, «Selve»–ს მარკის ავტომობილი შეიძინა, რომელიც მალე, «Mercedes»–ით ჩაანაცვლა. ეს ავტომობილი მაშინ 26 ათასი რაიხსმარკა ღირდა.

ჰიტლერისთვის, შემოსავლის კიდევ ერთი წყარო, მის მიერ 1923 წ. დაწერილი წიგნი – «Mein Kampf»–იყო. მას ყოველი გაყიდული წიგნიდან, ღირებულების 10% ერიცხებოდა და ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 8 მლნ. რაიხსმარკა შეადგინა (დღევანდელი კურსით, 60 მლნ. დოლარამდე).


image


ევა ბრაუნი და ადოლფ ჰიტლერი


გასული საუკუნის 20-იან წლებში, ჰიტლერის პარტიას სერიოზული სპონსორები გამოუჩნდა, რომელთა შორის, როგორც მსხვილი სამრეწველო კორპორაციები, ისე კერძო პირები იყვნენ. ფული მდინარესავით მოედინებოდა და მომავალი ფიურერი, სინდისის ქენჯნის გარეშე, პარტიის ფინანსებს, პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თავისუფლად იყენებდა. ის მაშინვე გადავიდა ნაქირავებ ბინაში, რომელიც მიუნხენის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა. ყიდულობდა ძვირადღირებული მანქანებს და ტანსაცმელს.

ხოლო, როდესაც ფაშისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა, ჰიტლერმა საკუთარი პორტრეტების გაყიდვით, ჰონორარიც კი მიიღო. შემდეგ, ის ცნობილი მხატვრების ნამუშევრების შეგროვებაზე გადავიდა... და ომის ბოლოს, მის კოლექციაში, 8 ათასამდე ნახატი იყო... და სურათების უმრავლესობა, ვითომდა საჩუქარი იყო, რომელსაც მადლიერი გერმანელები საკუთარ ფიურერს უგზავნიდნენ. ხელოვნების გარდა, რაიხის მეთაურმა ფული ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში ჩადო: მდიდრული ბინა მიუნხენის ცენტრალურ უბანში, ევა ბრაუნისთვის ნაჩუქარი ვილა, რეზიდენცია ალპებში, ბავარიის ქალაქ ბერხტესგადენში, რომელიც რესტავრაციის შემდეგ, დაახლოებით, 200 ათასი დოლარის ღირებულების, ნამდვილ სასახლედ იქცა...

ომის ბოლოს შვეიცარიის სხვადასხვა ბანკში ჰიტლერის პირად ანგარიშებზე, დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 330 მლნ. დოლარი ინახებოდა.



image


პაულა ჰიტლერი


1960 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰიტლერის უმცროსი დამ პაულამ, ბერხტესგადენის სასახლის მიწების ორი მესამედი მიიღო. დანარჩენი კი, ფიურერის სხვა ნათესავებს გადაეცათ. ხოლო, მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციის ნაწილი, კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ, პატრონის გარეშე დარჩენილები კი, მუზეუმებში გაანაწილეს.

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის სასამართლომ დადგენილება გამოიტანა, რომლის მიხედვით, ადოლფ ჰიტლერის ფული, რომელიც ე. წ. მიძინებულ ანგარიშებზე ინახებოდა, სახელმწიფო ხაზინას უნდა გადაეცეს. მაგრამ ისტორიკოსები თვლიან, რომ ფიურერი საკუთარ კაპიტალს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში ათავსებდა და მისი ანგარიშების დიდი ნაწილი, დღემდე ნაპოვნი არც კი არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იმან რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს, მთელი მსოფლიო გააოცა

* "სტალინის ეშმაკური გეგმა", რომელიც ჰიტლერმა არად ჩააგდო და შემდეგ ინანა...

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები და ინტერნეტის "მარგალიტები"

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
527
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0