x
image
თამილა გურაშვილი
"საქართველოს აღმავლობის გასაღები ეკლესიის განწმენდაშია!" - მამა გიორგი ბასილაძე
image

"წმინდანები ყველაფერს ხედავენ და სულ მალე ა მ ხ ე ლ ე ნ ყველას, ვინც მღვდლის სამოსში მალავს თავის მტაცებლურ სულს.ეს ძალიან მტკივნეული იქნება ზოგადად მორწმუნეთათვის, რადგან ამ მგლებს ისე ჰყავთ დამორჩილებული და მონადირებული ხალხი, რომ ლამის “წმინდანებად" აღიარონ ისინი.
ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე და სახიფათო იქნება მათთვის სიმართლის ცოდნა “საყვარელ მოძღვრებზე".სწორედ ამიტომ იგვიანებენ წმინდანები ეკლესიის “წმენდას", რათა მოამზადონ მორწმუნენი ამისთვის.მორწმუნე იგვიანებს გამოღვიძებაში, რადგან მოხიბლული და დაბრმავებული არის!როგორი ტრაგედია იქნება მორწმუნისათვის მისი “წმიდა" მოძღვრის ნამდვილი სახის დანახვა, არადა ეს პროცესი გარდაუვალია!!
დიდია ამგვარი მოძღვრების მიერ ერისთვის მიყენებული ზიანი!მათი “სტილი" იქცა მისაბაძ სტილად, ცხოვრების წესი კი – სავალდებულოდ!მათ დღევანდელობის სული შეიტანეს ტაძრად!ეს გარეგანი “მართლმადიდებლობა", ეს უგულო და ყალბი, მხოლოდ სიტყვებით ნაქადაგარი “ჭეშმარიტება" და ყველაზე მთავარი, მათ შეძლეს მორწმუნის დაჯერება იმაში, რომ რასაც ისინი ქადაგებენ, ეს არის “მართლმადიდებლობა" და სხვა ყველა ვინც კი არ არის მათი მსგავსი, ან ხიბლშია ან კიდევ ცთომილი!..აი, რა დღეში ვართ!მე ვამბობ ხმამაღლა, ადრეც ბევრჯერ მითქვამს მათთვის–აწი საქმე ასე არ წავა!!ეკლესია წმიდაა და სამღვდელოებაც წმიდა ეყოლება!
საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას.მას მსოფლიო სულიერი მისია აკისრია და უკვე დროა!..ცხვრის ტყავში შეფუთულ მგლებს დანდობა არ ექნებათ წმინდანებისგან!ეს მგლები მთელი ერისა და ეკლესიის სამსჯავროს წინაშე წარსდგებიან!..მერე კი უკვე ღვთის სამსჯავროზე!ისინი აქ მიწაზეც აგებენ პასუხს და ვერ უშველიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ვერც მფარველები მთავრობიდან, ვერც მსოფლიო ორგნიზაციებიდან და ვერც ფულიანი “ბიძები".
როგორი მზაკვრული ხერხებითა და ვერაგობით არ უნდა წარმართონ თავიანთი ბოლო ბრძოლა, მათ ღმერთი და წმინდანები ეკლესიაში არ გააჩერებენ!
საქართველოს აღმავლობის გასაღები ეკლესიის განწმენდაშია!..
მამა გიორგი ბასილაძე
0
125
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0