საზოგადოება გია კორკოტაშვილი: "შევუძახოთ ერთმანეთს... თორემ ვალმოუხდელი გავალთ ამ წუთისოფლიდან!" 2023, 27 აგვისტო, 18:55 "ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი… დ. მედვედევი. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება “დერჟავა" რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს გარე სამყაროსთან.
ამ მონსტრის ყველაზე “შეგნებული'' ნათქვამია “Умом — Россию не понять''
მთელი უბედურება იმაშია, რომ ქართველებმა სულ უნდა ილავირონ, რათა, ამ გველეშაპმა არ გადაგვყლაპოს.
ჭკვიანი პოლიტიკოსები ყოველთვის იმ მოცემულობიდან გამოდიოდნენ, რომ ძალისმიერად ვერ მოვერეოდით ამ დათვს და ყოველთვის საქართველოს კეთილდღეობისათვის აკეთებდნენ ნაბიჯებს!
უჭკუოები, რომელიც მრავლად ჰყავს საქართველოს პოლიტიკაში, ცდილობენ პოპულისტურად ხალხს დაანახონ თავისი ვაი პატრიოტიზმი და ამ დათვის შეურაცყოფით, ან გინებით გული მოაფხანინონ ხალხს, ამ ქმედებით საქართველოს არასოდეს მოუგია.
მეორე ბატონის ძებნაში, არიქა, ამერიკაო და საქმე საქმეზე რომ მიდგა, პამპერსები გამოგვიგზავნეს, ჩვენ თქვენთან ვართ აღელვებულები და აღშფოთებულებიო!
„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ ამ გენიოსი წმინდანის სიტყვებს და ცხოვრების წესს იმით ვუპასუხეთ, რომ მოვკალით. რით ვერ დაძღა თქვენი მუცლები, რომ საქართველოს სტრატეგია იცოდეს საზოგადოებამ და ერთიანად (განა გველურად ყველა სათავისოდ) სიყვარულით ვიცხოვროთ!
მე, სამწუხაროდ, იმ ქრისტიანთა კატეგორიას ვერ ვეკუთვნი, ვინც მარჯვენაში გარტყმის შემდეგ მარცხენას მიუშვერს!
კანონით დამნაშავე მთავრობაში მყოფი მანიაკები უნდა დაისაჯნენ, რა ძველ ხელისუფლებაში, ისე ახალში!
არავის ჭკუის დამრიგებელი არ გახლავართ, მე ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენეთ!
ფაქტია, რომ ხალხი დათრგუნული, გაფარჩაკებული და ნიჰილიზმითაა შეპყრობილი!
შევუძახოთ ერთმანეთს, ჩვენივე ცხოვრებას ნუ გავებუტებით, ჩვენივე შვილები და შვილიშვილების კეთილდღეობისათვის, თორემ ვალმოუხდელი გავალთ ამ წუთისოფლიდან!" - წერს გია კორკოტაშვილი
80 1-ს მოსწონს
|