სხვა "ღვთისმოშიში კათოლიკეებიდან გარ#ვნილ ცოდვილებამდე“: რას ჩადიოდნენ არაბები ჯვაროსნების ცოლებთან 2023, 26 აგვისტო, 14:13 ალბათ, ყველას სმენია ჯვაროსნული ლაშქრობებისა და თავად ჯვაროსნების შესახებ, რომლებსაც ყველა იმ ადამიანისთვის სიკვდილი მოჰქონდათ, ვინც მათ ნებას ეწინააღმდეგებოდა. ეს რაინდები გრძელვადიან ლაშქრობებში დადიოდნენ და თავიანთი სიმართლისთვის იბრძოდნენ. ისინი "წმინდა მიწის" ურწმუნოთაგან გათავისუფლების იდეით იყვნენ შეპყრობილნი, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასი დასჯდომოდათ.მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ მეომრების ცოლების, შეყვარებულებისა და ქალიშვილების შესახებ, რომელთა ხვედრიც ზოგჯერ მათთან შედარებით გაცილებით უფრო მძიმე იყო, და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჯვაროსნები თავიანთი დაუოკებელი სისასტიკით იყვნენ ცნობილნი. ისინი თავიათ უკან სისხლის მდინარეებს, გაძარცულ მიწებსა და ათასობით ხელმოკლე ადამიანს ტოვებდნენ. ისინი ისე სძულდათ, თითქოს ადამიანური სახის მქონე ბოროტების განსახიერება ყოფილიყვნენ.რატომ მიჰყავდათ ქალები ჯვაროსნულ ლაშქრობებში?ის, რომ ჯვაროსნების გვერდით ყოველთვის იყვნენ ქალები, საკმაოდ ცნობილი ფაქტია და ეს მოვლენა ლიტერატურასა და კინოშიც არაერთხელ გაშუქებულა. რაინდებს ლაშქრობებში ცოლები და შეყვარებულები თან ერთი მარტივი მიზეზის გამო მიჰყავდათ - ამას ეკლესია ემხრობოდა, რომელსაც იმ პერიოდში უდავო ავტორიტეტი ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ქალის ყურადღება მამაკაცებს რთულ დროს დაეხმარებოდა, მათ საბრძოლო სულსა და განწყობას აამაღლებდა და თან ნეგატიური აზრებისგანაც გაათავისუფლებდა. ლაშქრობებში ხშირად ასევე მეომრების ქალიშვილებიც დადიოდნენ. ეს იყო შესაფერისი დრო გოგონებისთვის ღირსეული ქმრების ასარჩევად, რომლებიც მომავალ თაობებს არ შეარცხვენდნენ.ამასთან, იგივე ეკლესია მრევლის მორალურ ხასიათს მკაცრად იცავდა. მკაცრი სასჯელის შიშით ის ყოველგვარ ინტრიგებსა და ქორწინებამდელ კავშირებს სასტიკად კრძალავდა, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საწოლში ექსპერიმენტების მიმართაც. ნებისმიერ დარღვევისთვის ჯარიმა ან სხვა მკაცრი სასჯელი მოქმედებდა, თუმცა ომი იმიტომაც არის ომი, რომ მის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯვაროსნები ბრძლებში ხშირად იღუპებოდნენ, ამიტომ მათ მეორე ნახევრებსა და ქალიშვილებს ტრაურში ყოფნა უწევდათ. ხანდახან რაინდები ქალებთან ერთად ტყვედ ვარდებონდნენ, ამ შემთხვევაში კი მამაკაცები, როგორც წესი, მონები ხდებოდნენ, ქალებს კი ინტიმური ურთიერთობებისთვის იყენებდნენ.როგორი იყო დატყვევებული ქალების ხვედრი?გოგონები და ქალები ტყვეობაში ხშირად არაბებთან ვარდებოდნენ. რა ემართებოდათ მათ იქ? ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი და ისტორიული ჩანაწერი არსებობს. აი, რას წერდა ამის შესახებ ერთ-ერთი საგანგებოდ განსწავლული ადამიანი, ვინც შუა საუკუნეების მატიანეებს წერდა: "დატყვევებული ქალების რაოდენობა დიდი იყო. მათი რაოდენობა 8000-ს აღწევდა! ქალებს ერთმანეთში ვიყოფდით და მათ ნებას ვტეხდით, რის შემდეგაც სიწმინდე ცოდვად იქცეოდა, უბიწოება სიბილწეს უმეგობრდებოდა, სიამაყე კი მორჩილებით იცვლებოდა. ზოგიერთი ქალბატონი სამუშაოდ იგზავნებოდა, მაგრამ უმეტესობა მათგანთან სხვადასხვა ექსპერიმენტი ტარდებოდა".არაბები ქალებს არ კლავდნენ, თუმცა ქმრების საქციელის გამო ყველანაირად ამცირებდნენ, მაგრამ ისეც ხდებოდა რომ ზოგიერთი ტყვედჩავარდნილისთვის ტყვეობა სამშობლოში დაბრუნებით სრულდებოდა. ძირითადად, ასეთი სასწაულის იმედი მხოლოდ მდიდარი ოჯახების ქალბატონებს ჰქონდათ, ვინაიდან ახლობლები მათ გამო უზარმაზარ გამოსასყიდს იხდიდდნენ, რის შემდეგაც შეურაცხყოფილნი სახლში იგზავნებოდნენ.გათავისუფლებული ტყვეების შემდგომი ბედი განსხვავებული იყო, თუმცა ზოგჯერ სასაცილო შემთხვევებიც ხდებოდა. ერთ-ერთი მმართველის კანონიერი ცოლის დაბრუნების შესახებ მეორე მემატიანე წერდა: "გოგონა სახლში დაბრუნდა, რითიც ქმარი უზომოდ გაახარა. მას საყვარელი მეუღლის ცოცხალი ნახვის იმედიც კი აღარ ჰქონდა, ამიტომ ქალი მან ხელებგაშლილმა მიიღო, მაგრამ როდესაც წყვილს შორის საქმე ფიზიკურ სიახლოვემდე მივიდა ქმარი გაცოფდა. მან აღმოაჩინა, რომ ცოლი ისეთ საოცრებებს აკეთებდა, რაც ღვთისმოშიშ ქალს არ უნდა გაეკეთებინა, შედეგად მან ის განქორწინების გზით ოჯახიდან გააძევა".ასეთი შემთხვევები იმ დროს პერიოდულად ხდებოდა და საქმე ყოველთვის მშვიდობიანად არ სრულდებოდა – ხანდახან ქმრები "დაოსტატებულ" ცოლებს ბევრად უფრო მკაცრად სჯიდნენ. თანდათან ჯვაროსნებმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება გააცნობიერეს - ქალების ადგილი სამხედრო კამპანიებში არ იყო.1000 შეფასება არ არის |