საზოგადოება
"მეთქი "დავაი რა" ქალბატონო და ბურჯანაძემ გამომაგდო"- რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 25 აგვისტო, 9:23
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 1994 წელს მომხდარ ერთ ისტორიას იხსენებს, როდესაც ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს უკითხავდა ლექციიდან "არასათანადო" ქცევისთვის გააგდო:
"ასეთი ჩაცმული, პატიოსანი ქალი, ქმარსაც არ დაენახვებაო” - ვიღაც ქალმა დამიკივლა.
1994 წლის სექტემბერი იყო.
ძალიან კმაყოფილი ვიდექი 1 ნომერ ავტობუსში, ბებიაჩემის მიერ, ჭრელი შარვლიდან (პატერნი მომეწონა, შარვალი - არა) გადაკეთებულ, ბრეტელებიან კაბაში.
ახალი დაბრუნებული ვიყავი აგარაკიდან, ფერიც კარგი მქონდა და განწყობაც - უნივერსიტეტში მივდიოდი.
მეთქი “დავაი რა” ქალბატონო.
ლექციაზე შევედი და ნინო ბურჯანაძემ გამომაგდო, რაღაც დროს მიხვდა, რომ ჩემი წარმოდგენა მქონდა გამართული და არ ვუსმენდი
ძაან სასაცილო დღე იყო - სულ მემახსოვრება.
შორტების ინციდენტზე გამახსენდა - თურმე კიდევ არსებობენ იმნაირი ქალები."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.