x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კუტუ" და "კაცო"-როგორ იძია შური ტოტო კუტუნიომ თბილისში კონცერტის დროს
image

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი პოპ-მომღერალი ტოტო კუტუნიო, მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა მენეჯერმა დანილო მაკუზომ, მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მილანის San Raffaele-ს სავადმყოფოში გარდაიცვალა.


ქვემოთ გთავაზობთ ერთ-ერთ კურიოზულ ეპიზოდს მისი თბილისში ვიზიტის დროს.


ტოტო კუტუნიო პირველად საქართველოს 2007 წელს ესტუმრა, კონცერტი გამართა თბილისში და ბათუმში ღია ცის ქვეშ, სადაც აუარება ხალხი ესწრებოდა; თუმცა სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ...


თვითმფრინავის ტრაპიდან არ იყო ჩამოსული, რომ მას ჟურნალისტები მისცვივდნენ და ნაირ-ნაირი კითხვების დასმა დაუწყეს. ერთ-ერთ ჟურნალისტს უკითხავს, იცით “კუტუნიო” ქართულად რას ნიშნავსო?! – რაც საბოლოო ჯამში მომღერლისთვის აუხსნიათ და წარმოგიდგენიათ რა "გახარებული" დარჩებოდა“ როდესაც ეტყოდნენ – “კუტუნიო” მამაკაცური ღირსების კნინობითი ვარიანტია ქართულ ენაზეო…



და აი დადგა კონცერტის დღეც, მომღერალმა ქართველ მსმენელს სიურპრიზი შესთავაზა და ქართულად “სულიკო” იმღერა, თუმცა სიურპრიზები იმ საღამოს ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი სიმღერის წინ ტოტომ ბევრი ისაუბრა ქართველი ქალების სილამაზეზე და შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმღერა ქართველ ქალებს ეძღვნებაო და თავისი ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა. შემდეგ იგი თავისი მზაკვრული შურისძიების განხორციელებას შეუდგა და ქართველ კაცებზე საუბარი დაიწყო…



დაასრულა რა ქართველი კაცების ქება-დიდება, შეკითხვით – იცით “კაცო” იტალიურად რას ნიშნავსო?! აღტკინებული ბრბო თავს აქნევდა და “არა, არა, გვითხარი, გვითხარის” ყვიროდა მათთვის ცნობილ ყველა შესაძლო ენაზე… ტოტომ იქედნურად ჩაიღიმა, არანაირი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა: “Questa canzone è dedicata ai cazzi”-ო და სიმღერა დაიწყო… მისმა თარჯიმანმა, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა თარგმნა “სიმღერა ეძღვნება კაცებსო” და თავისი მოვალეობაც შესრულებულად ჩათვალა. საქმე კი, აი რაშია: “cazzo” (კაცო) იტალიურად ყველაზე ვულგარული ფორმით მამაკაცურ ღირსებას ნიშნავს, “cazzi” (კაცი) კი – მისი მრავლობითი ფორმა. ასე რომ ის ხსენებული სიმღერა მომღერალმა ალბათ ყველა იმ მოჟურნალისტო სუბიექტს მიუძღვნა, რომლებმაც აეროპორტში მას სიტყვა “კუტუნიოს” სტრუქტურალური ანალიზი ჩაუტარეს.


ნამდვილად ასე იყო ეს ამბავი?ყოველ შემთხვევაში წყარო ირწმუნება, სიმართლეაო, ყოველ შემთხვევაში, რაც ნაღდია, ტოტო კუტუნიო საქართველოში მორიგი ვიზიტის დროს, 2012 წელს საკმაოდ აქტიურად ხმარობდა სიტყვა "კაცოს" და ამავდროულად არცერთხელ არ უხსენებია "კუტუ".


0
741
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0