x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
33 ებრაული ანდაზა, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

ებრაელი ხალხი ღვთისგან ბრძენია. ებრაელთა გამჭრიახი გონება ლეგენდარულია და კარგი მიზეზი აქვს. „მოსეს შვილების“ მახვილგონივრული ანდაზები და გამონათქვამები ხელს უწყობს ამ სამყაროს სიბრძნის უკეთ გაგებას:image

1. ადამი პირველი იღბლიანი კაცია, რადგან მას არ ჰყავდა დედამთილი.

2. თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ფულით, ეს არ არის პრობლემა - ეს ხარჯია.

3. ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი, რათა მეტი მოისმინოს და ნაკლები ისაუბროს.

4. ღმერთმა გიშველოთ ცუდი ქალებისაგან, კარგებისგან კი თავად დააღწიეთ თავი!


5. ღვინო შემოვიდა, საიდუმლო გამოვიდა.

6. ღმერთი ერთდროულად ყველგან ვერ იქნება – ამიტომაც შექმნა დედები.

7. ნუ იქნები ტკბილი – თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები მწარე, თორემ გამოგაფურთხებენ.

8. გეშინოდეს თხის წინ ყოფნის, ცხენის უკან და სულელის ყველა მხრიდან.

9. სტუმარს და თევზს სამი დღის შემდეგ ასდის სუნი

10. ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.

11. ებრაელი წვერით ჯობია, ვიდრე წვერი ებრაელის გარეშე.

12. ადამიანმა ცნობისმოყვარეობისთვის მაინც უნდა იცხოვროს.

13. ყრუ კაცმა მოისმინა მუნჯის ნათქვამი, რომ ბრმამ დაინახა, რომ კოჭლი ძალიან სწრაფად დარბოდა.

14. ღმერთი იცავს ღარიბებს, ძვირადღირებული ცოდვებისგან მაინც.

15. ქველმოქმედება რომ არაფერი ღირდეს, ყველა ქველმოქმედი იქნებოდა.

16. როცა ასაკოვანი ქალწული გათხოვდება, მაშინვე ახალგაზრდა ცოლად იქცევა.

17. მშობლები ასწავლიან ბავშვებს ლაპარაკს, შვილები კი მსობლებს ჩუმად ყოფნას.

18. შორიდან ყველა ადამიანი ცუდი არ ჩანს.


19. კაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები ნაკლებად რომ ლაპარაკობდნენ.

20. კარგად გაჩუმება უფრო რთულია, ვიდრე კარგად ლაპარაკი.

21. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმას სახლში შემოყავხართ და ცუდი ცოლი გარეთ გიშვებთ.

22. სამყარო გაქრება არა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

23. უფალო, დამეხმარე ფეხზე წამოდგომაში - მე თვითონ შემიძლია დაცემა.

24. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, დაელოდე – ის უარესობისკენ შეიცვლება.

25. რაც არ უნდა ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოამზადებ.

26. როცა გასაკეთებელი არაფერია, დიდ საქმეებს იღებენ.

27. ორ ბოროტებას შორის არჩევისას პესიმისტი ორივეს აირჩევს.

28. ყველა წუწუნებს უსახსრობის გამო, მაგრამ არავინ უჩივის ჭკუის ნაკლებობას.

29. ვისაც შვილები არ ჰყავს, კარგად აღზრდის მათ.

30. სჯობს სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით.

31. გამოცდილება არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს უწოდებენ.

32. ჭაღარა თმა სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.

33. დაბერებისას ადამიანი უარესად ხედავს, მაგრამ უფრო მეტს.

1
1202
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1202
  
2023, 25 აგვისტო, 10:22
არც ისე გამჭრიახი,ებრაელთა მთელი ისტორია,თუ არ ჩავთვლოთ XX საუკუნის მეორე ნახევარს,არის მონობის ისტორია.თუ ასეთი გონიერი ხალხი იყვნენ ან არიან,რატომ იყვნენ მონები და რას დაბოდიალობდნენ ციგნებივით ქვეყნიდან ქვეყანაში. ახლა,ამერიკას და ბრიტანეთს უნდა უმადლოვდნენ სახელმწიფოს ქონას,თორე ეგეც არ ექნებოდათ,რამეთუ პალესტინის ძირძველი მიწა მიისაკუთრეს. თუ ეგრეა და ადამკუკუს დროინდელ მიწებზე პრეტენზიებს გამოთქვავენ,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვიყავით,ხოდა ჩვენც გვიჯიგროს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მისმა შნირა ბრიტანეთმა,არა? ვინც არ იცის,დარუბანდი კასპის ტბის სანაპიროზე მდებარეობდა.
0 1 1